Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ედვარდ სნოუდენი უკვე მოსკოვშია


„აეროფლოტის“ თვითმფრინავი, რომლითაც, როგორც იუწყებიან, აშშ-ის უშიშროების ყოფილი კონტრაქტორი, ედვარდ სნოუდენი მგზავრობს, უკვე დაეშვა მოსკოვში. სნოუდენი რუსეთში ჰონგ-კონგიდან ჩადის. სნოუდენმა საჯაროზე გამოიტანა ინფორმაცია აშშ-ის საიდუმლო ელექტრონული სათვალთვალო პროგრამების შესახებ და მის ექსტრადირებას აშშ ცდილობს. რუსეთის სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება, რომ სნოუდენი მოსკოვიდან სავარაუდოდ კუბაში გაემგზავრება, კუბიდან კი ვენესუელაში ჩავა. აშშ-მა სნოუდენს ბრალი წაუყენა მთავრობის საკუთრების მოპარვაში, გასაიდუმლოებული ინფორმაციის განზრახ გამჟღავნებაში და თავდაცვასთან დაკავშირებული ცნობების უნებართვო გავრცელებაში. ცალ-ცალკე ყველა ეს ბრალდება ათ წლამდე ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.
XS
SM
MD
LG