Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტი არ აპირებს „ვაჭრობას“ სნოუდენის ექსტრადიციისათვის


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ის არ აპირებს „ვაჭრობას“ ედვარდ სნოუდენის ექსტრადიციისათვის. სნოუდენი შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურის ყოფილი კონტრაქტორია, რომელზეც შეერთებულ შტატებს ძებნა აქვს გამოცხადებული ჯაშუშობაში ბრალდების საფუძველზე. ის მეხუთე დღეა, სავარაუდოდ, მოსკოვის აეროპორტში, სატრანზიტო ზონაში იმყოფება. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა დღეს ისევ მოუწოდეს რუსეთს სნოუდენის ესტრადიციისაკენ. ამ საკითხს პრეხზიდენტი ობამა სენეგალში ვიზიტისას შეეხო: „მე კვლავაც მოველი, რომ რუსეთი - ან სხვა ქვეყნები, რომლებიც ბატონი სნოუდენისათვის თავშესაფრის შესაძლო მინიჭებაზე საუბრობენ, აღიარებენ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ნაწილი არიან და საერთაშორისო კანონების მიხედვით უნდა იმოქმედონ. და ჩვენ გავაგრძელებთ მათზე, რაც შეგვიძლია, ძლიერ ზეწოლას, რათა მივაღწიოთ, რომ მათ მართლაც ასე იმოქმედონ“, განაცხადა ობამამ. 30 წლის ედვარდ სნოუდენი საზოგადოებაში არ გამოჩენილა მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, კვირას ჩაფრინდა ჰონგ-კონგიდან მოსკოვში. რუსი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ის კვლავინდებურად რჩება შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში. ნათელი არ არის, როგორ დატოვებს სნოუდენი აეროპორტს მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა მას პასპორტი გაუუქმა.
XS
SM
MD
LG