Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი ხდება


დღეს შუაღამისას, ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდება. ორი ათეული წლის წინ დაიწყო ხორვატიამ ყოფილი იუგოსლავიისგან გამოყოფისთვის ბრძოლა. არაერთი წლის წინ შეუდგა ზაგრები, ხშირად არაპოპულარული, ევროკავშირის კარნახით აუცილებელი, რეფორმების გატარებას. ხორვატია, რომელსაც 4-მილიონზე მეტი მოსახლეობა ჰყავს, მეორე ქვეყანაა ყოფილი იუგოსლავიიდან, სლოვენიის შემდეგ, რომელმიც ევპროკავშირს უერთდება. დღეს საღამოდან იწყება საზეიმო შეხვედრები ხორვატიაში, სადაც ჩავიდნენ ევროპის არაერთი ქვეყნიდან სტუმრები. ევროკავშირის წევრობა ამ ქვეყანას ავტომატურად არ გახდის შენგენის და ევროზონის წევრ ქვეყნად.
XS
SM
MD
LG