ინდოეთის უშიშროების ძალებმა ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს ქაშმირის ინდური ნაწილის ადმინისტრაციულ ცენტრში, შრინაგარში მუსლიმი სეპარატისტი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ქაშმირი გაყოფილია ინდოეთსა და პაკისტანს შორის და მათ შორის ტერიტორიულ დავას იწვევს. დღევანდელი აქციის მონაწილეები ქუჩაში გავიდნენ მეჩეთებში ლოცვის შემდეგ, დემონსტრაციის დროს მათ პოლიციელებს ქვები დაუშინეს. როგორც იუწყებიან, დაშავდა 20-მდე პოლიციელი და რამდენიმე ათეული დემონსტრანტი. ქაშმირში ამ შეტაკების ფონია დაძაბულობის გამწვავება ინდოეთსა და პაკისტანს შორის. ხუთშაბათს პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, ნავაზ შარიფმა ისაუბრა მხარეების მიერ ათი წლის წინ ხელმოწერილი ზავის გაგრძელების საჭიროებაზე.
ყველაზე პოპულარული
1