Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთში წარმოებული პირველი ატომური წყალქვეშა ნავი მზად არის ზღვაში სასასვლელად


ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, მანმოჰან სინგჰმა განაცხადა, რომ ინდოეთში წარმოებულ პირველი ატომური წყალქვეშა ნავი მზად არის ღია ზღვაში გასასვლელად. ეს არის სრული ამოქმედების წინ პივრელი საფეხური. ექვსი ათასტონიანი ნავი, სახელწოდებით, არიფანტი, რაც მტრის გამანადგურებელს ნიშნავს, პირველად წარმოდგენილ იქნა 2009 წელს. მას 85 მეგავატიანი ბირთვული რეაქტორი აქვს. ეკიპაჟის წევრთა რაოდენობა 95-ია. ინდოეთმა, თავისი პირველი ატომური წყალქვეშა ნავი რუსეთისგან შეიძინა 2012 წელს და შეუერთდა ამგვარი ხომალდების მფლობელთა ჯგუფს, რომელშიც შედიან ჩინეთი, საფრანგეთი, აშშ, ბრიტანეთი და რუსეთი.
XS
SM
MD
LG