Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს


კოალიცია "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გახსნილად გამოაცხადა წინაასარჩევნო კამპანია, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე უხელმძღვანელებს. თუმცა, გიორგი მარგველაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მიერ ჯერ არ არის რეგისტრირებული საპრეზიდენტო კანდიდატად. როგორც კომისიის წარმომადგენელმა, ეკა აზარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, ამ დროისათვის რეგისტრაცია მხოლოდ გელა სალუაშვილმა გაიარა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო კომისიაში კანდიდატების რეგისტრაციის ვადა 7 სექტემბერს იწურება.
XS
SM
MD
LG