Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი შეშფოთებულია ისრაელის დასახლებების გეგმის გამო


აშშ „სერიოზულ შეშფოთებას“ გამოთქვამს ისრაელის გადაწყვეტილების გამო, უფლება მისცეს ახალმოსახლეებს გააგრძელონ მშენებლობები პალესტინელთა ტერიტორიებზე, სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების მიუხედავად. „ჩვენ არ ვიზიარებთ დასახლებების მშენებლობის პროცესის გაგრძელების ლეგიტიმურობას“ - განაცხადა ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ჯენ პსაკიმ. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ფონია ისრაელის მთავრობის მიერ კვირას მიღებული გადაწყვეტილება ებრაელთათვის 1,000-ზე მეტი სახლის აგებაზე დასავლეთის სანაპიროზე და აღმოსავლეთ იერუსალიმში. პარალელურად, ოთხშაბათს ვაშინგტონში უნდა განახლდეს პირდაპირი მოლაპარაკება ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის. ინიციატივამ, რომელიც ვაშინგტონის ხელმძღვანელობით ხორციელდება, ცხრა თვის განმავლობაში უნდა მიაღწიოს შეთანხმებას. თუმცა ვაშინგტონი შიშობს, რომ ისრაელის მიერ ახალი დასახლებების აშენება პროცესს წინაღობას შეუქმნის. მოლაპარაკებები 2010 წელს შეწყდა პალესტინელთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალი დასახლებების აშენების საკითხის გამო.
XS
SM
MD
LG