Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარი კასპაროვი მსოფლიო ლიდერებს სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებს


ცნობილი რუსი საზოგადო მოღვაწე, ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი კორპორაციებსა და მსოფლიო ლიდერებს სოჩის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტირებისაკენ მოუწოდებს. ინტერნეტ-გამოცემა „The Daily Beast“- ში გამოქვეყნებულ სტატიაში კასპაროვი ხაზს უსვამს, რომ ოლიმპიადა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უდიდეს მიღწევად შეიძლებოდა ქცეულიყო, რომ არა კორუფცია, ასევე ჰომოსექსუალების მზარდი დისკრიმინაცია და დევნა. კასპაროვი აღნიშნავს, რომ სპორტსმენებს ოლიმპიურ თამაშებში თავისუფლად შეუძლიათ მონაწილეობის მიღება და მეტიც, შეუძლიათ პუტინს ანტირეკლამა გაუკეთონ.
XS
SM
MD
LG