Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიის ნაპირებთან ასობით მიგრანტი გადაარჩინეს


იტალიის სამხედრო-საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის ხომალდებმა ასობით მიგრანტი გადაარჩინეს ხმელთაშუა ზღვაში, სიცილიასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საპატრულო ნავებმა ხუთი ოპერაცია განახორციელეს და თავი მოუყარეს 700-ზე მეტ მიგრანტს, მათ შორის ათობით ბავშვს. ოპერაციის მიზანია, შემცირდეს მსხვერპლის რიცხვი მიგრანტებში, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გავლით, ნავებით ცდილობენ ევროკავშირში მოხვედრას. იტალიის ნაპირებთან ოპერაცია ჩატარდა მაშინ, როცა ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ უკანონო მიგრაციის პრობლემას. იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან მიმდინარე თვეში 350-ზე მეტი მიგრანტის დაღუპვას მწვავე რეაქცია მოჰყვა, მოწოდებებთან ერთად, რომ ევროპამ მეტ ზომას მიმართოს ასეთი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად.
XS
SM
MD
LG