Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილმა მოსახლეობას უკანასკნელად მიმართა პრეზიდენტის სასახლიდან


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას უკანასკნელად მიმართა პრეზიდენტის სასახლიდან და მადლობა გადაუხადა მოქალაქეებს იმისთვის, რომ ორჯერ მისცეს შესაძლებლობა ემსახურა საქართველოსათვის პრეზიდენტის რანგში. სააკაშვილმა ჩამოთვალა თავისი ხელისუფლების მიღწევები, თუმცა შეცდომებზეც სინანულით ისაუბრა. "გვქონდა შეცდომები, ვიყავით სულსწრაფები და ხშირად, ზედმეტად მკაცრებიც. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უსამართლობისა და დამცირების მსხვერპლი გახდა. ვნანობ, რომ ხშირად, ზედმეტად ვენდობოდი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის თანამდებობის პირებს“, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ მომავალშიც, როგორც პოლიტიკოსი, ხალხის სამსხურში იქნება. „პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან“ , - თქვა სააკაშვილმა. ამ მიმართვის შემდეგ ის ბრიუსელში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ევროპაში სააკაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
XS
SM
MD
LG