Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვილნიუსში გაიმართება გიორგი მარგველაშვილისა და ფრანსუა ოლანდის შეხვედრა


ვილნიუსის სამიტის ფარგლებში საქართველოს ახალი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს შეხვდება - ამის შესახებ თბილისში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ. მისივე ინფორმაციით, ვილნიუსში გაიმართება ლიტვის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაც. მაია ფანჯიკიძის განმარტებით, კვირის ბოლოსთვის დაზუსტდება, თუ კიდევ ვის შეხვდება ვილნიუსში გიორგი მარგველაშვილი. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პარაფირებას მისი პირველი მიადგილე დავით ზალკალიანი მოახდენს. ვილნიუსის სამიტი 28-29 ნომემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG