Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანგელა მერკელმა პრეზიდენტად არჩევა მიულოცა გიორგი მარგველაშვილს


საქართველოს პრეზიდენტად არჩევა გიორგი მარგველაშვილს მიულოცეს გერმანიის პრეზიდენტმა და კანცლერმა. ანგელა მერკელი მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ არჩევნები სამართლიანად, გამჭვირვალედ და მშვიდობიანად ჩატარდა, რაც კარგი საფუძველია მნიშვნელოვანი მოვლენისათვის, რომელიც საქართველოს ამ თვეში, ვილნიუსის სამიტზე ელოდება. ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პარაფირება საქართველოსთვის იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროკავშირთან პოლიტიკურ-ეკონომიკური დაახლოებისთვის - ნათქვამია ანგელა მერკელის წერილში. კანცლერი აღნიშნავს, რომ ამ და სხვა მიზნების მისაღწევად გერმანიის ფედერალური მთავრობა საქართველოს სანდო პარტნიორად დარჩება. ამ განზრახვას გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილ მისალოც წერილში ადასტურებს გერმანიის პრეზიდენტი იოაჰიმ გაუკიც. მისი განცხადებით, გერმანია დიდი მოლოდინითა და სიმპათიით ადევნებს თვალყურს საქართველოს სწრაფვას დემოკრატიის გამყარების, მოსახლეობის კეთილდღეობისა და ევროპასთან კიდევ უფრო დაახლოებისკენ.
XS
SM
MD
LG