სულ მცირე 33-ს მიღწია ლატვიის დედაქალაქ რიგაში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა. კიდევ 38 მოქალაქე სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოებშია გადაყვანილი. შენობის სახურავი სუპერმარკეტ მაქსიმაში ხუთშაბათს, საღამოს ვაჭრობის დროს ჩამოინგრა. მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, ჯერჯერობით კვლავაც უცნობია, თუ რამდენი კაცი შეიძლება იყოს მოყოლილი ნანგრევების ქვეშ. რიგის მერის, ნილს უშაკოვის თანახმად, 70 ადამიანი ჯერაც დაკარგულად ითვლება. წინასწარი ვერსიით, სახურავის ნგრევა, შესაძლოა, მშენებლობის დროს დაშვებულ ხარვეზებს უკავშირდებოდეს. ქვეყნის პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა ინცინდენტის გამოძიების განკარგულება გასცა.
ყველაზე პოპულარული
1