Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში სამთავრობო შენობების უბანი 100,000-მდე დემონსტრანტს აქვს ბლოკირებული


კიევში ნიღბიანმა დემონსტრანტებმა ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს. დამოუკიდებლობის მოედანზე ასი ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით. რადიო თავისუფლების კორესპონდენტები იტყობინებიან, რომ 100,000-ზე მეტი დემონსტრანტი გადავიდა უბანში, სადაც მდებარეობს პარლამენტი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მთავრობის შტაბ-ბინები. ოპოზიციური პარტიის, „ბატკივშჩინის“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ნიკოლაი კატერინჩუკმა, ასი ათასობით დემონსტრანტს თავისუფლების მოედანზე „ტოტალური მობილიზაციისკენ“ მოუწოდა ქალაქის გაკონტროლების მიზნით. დემონსტრანტებმა კარვები გაშალეს, ბარიკადები აღმართეს და პირობა დადეს, რომ სამთავრობო უბანს ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე დაიკავებენ. რადიო თავისუფლების კორესპონდენტების შეფასებით, ნახევარ მილიონამდე დემონსტრანტი რჩება კიევის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. უკრაინაში დემონსტრაციები გასულ თვეში დაიწყო - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
XS
SM
MD
LG