Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგანმა ჯარმა და "ბერკუტმა" კიევის მერიისა და პროფკავშირების ტერიტორიები დატოვეს


უკრაინის შინაგანმა ჯარმა და "ბერკუტმა", კიევის მერიისა და პროფკავშირების ტერიტორიები დატოვეს. როგორც ცნობილია, ორივე შენობა ოპოზიციის აქტივისტებს რამდენიმე დღეა დაკავებული აქვთ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, 1000-მდე სამართალდამცავმა, რომელიც პროფკავშირების სახლთან იყო მობილიზებული, ტერიტორია დატოვა. ამ დროისთვის ადგილზე მხოლოდ 50 მილიციელია დარჩენილი. რაც შეეხება კიევის მერიის შენობას, სამართალდამცავებმა ამ ტერიტორიასთანაც მოხსენეს კორდონები და ავტობუსებით დატოვეს ტერიტორია. მომიტინგეებმა ავტობუსებს სხვადასხვა საგნები დაუშინეს, თუმცა ამას სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. მერიის შენობაში გამაგრებულმა აქტივისტებმა "ბერკუტის" წარმომადგენლებს რამდენჯერმე გაყინული წყალი გადაასხეს. ამ დროისთვის აქტივისტები ორივე შენობაში რჩებიან.
XS
SM
MD
LG