Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ფარცხალაძის გადადგომას სწორ ნაბიჯად აფასებენ


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის თანამდებობიდან გადადგომას საქმის ინტერესებით ნაკარნახევ ნაბიჯად აფასებს, თუმცა ამავდროულად მიიჩნევს, რომ კარგი არაფერია იმაში, რომ ორიოდე თვის წინ დანიშნულ პროკურორს, რომელმაც ახალი საქმეები წამოიწყო, გადადგომა უწევს. უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, გიგა ბოკერია კი მთავარი პროკურორის პოსტიდან გადადგომას მართებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ერთი ფარცხალაძის მეორე ფარცხალაძით ჩანაცვლებით რამე შეიცვლება. „ეს უნდა იყოს გაკვეთილი მათთვის, რომ უნდა შეცვალონ პოლიტიკა და დაიწყონ ქვეყნის მართვა, ეკონომიკაზე და სამუშაო ადგილებზე ზრუნვა, გაზრდილ კრიმინალთან ბრძოლა და თავი დაანებონ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 30 დეკემბერს გადადგა. მთავარი პროკურორის მოვალეობას პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე შეასრულებს. ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს მთავარ პროკურორად მხოლოდ 40 დღე იმუშავა.
XS
SM
MD
LG