Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეეგება ახალ წელს


მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეეგება ახალ წელს. ნიუ იორკში ასიათასობით ადამიანი შეიკრიბა ტაიმ სკვერზე. ატლანტიკის მეორე მხარეს, ლონდონში, ახალ წელს ფუტურისტული ფოიერვერკით შეხვდნენ. ფილიპინებზე 260-ზე მეტი ადამიანი დაშავდა ფოიერვერკებისა და ცეცხლსასროლი იარაღის სროლის შედეგად. დუბაიში ორგანიზატორები შეეცადნენ მსოფლიო რეკორდი დაემყარებინათ ნახევარ მილიონამდე ფოიერვერკით. კიევში ასიათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე. რომის პაპმა ფრანცისკემ საახალწლო ლოცვისას ხალხს მიმართა შეკითხვით, 2013 წელს საკუთარ თავს უფრო ეხმარებოდნენ თუ სხვებს.
XS
SM
MD
LG