Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ბალტიისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირებას შეუდგნენ


აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები ბალტიისპირა ქვეყნების საჰაერო სივრცის პატრულირებას შეუდგნენ. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იტყობინება ლიტვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ამერიკელ სამხედროთა შემადგენლობის უდიდესი ნაწილი დიდ ბრიტანეთში მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან ჩავიდა ბალტიისპირეთში. აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ოთხი გამანადგურებელი F-15C Eagle ქალაქ შაულიაის აეროდრომზე იქნებიან განთავსებული.
XS
SM
MD
LG