Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ კერი: ირანმა შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს სირიის თაობაზე მოლაპარაკებების კულუარებში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ თქვა, რომ ირანმა შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს სირიის თაობაზე ჟენევაში 22 იანვრისთვის დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების კულუარებში. კვირას ისრაელში გამოსვლისას მან თქვა, რომ ვაშინგტონი ეწინააღმდეგება ამ მოლაპარაკებებში თეირანის მონაწილეობას მინისტრების დონეზე მანამდე, სანამ ირანი არ დათანხმდება, რომ სირიის მომავალი მთავრობა ხელისუფლებისა და ოპოზიციის კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეიქმნას.
XS
SM
MD
LG