Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი: მთავრობაში ცვლილებები მოხდება


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ მთავრობაში ცვლილებები მოხდება რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე, რომელიც სამშაბათისთვის არის დანიშნული. ინტერნეტგამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ცნობით, იანუკოვიჩი პირობას დებს, რომ ცვლილებები შევა კანონებშიც, რომლებიც 16 იანვარს დაამტკიცა უკრაინის პარლამენტმა. ეს კანონები მკაცრ შეზღუდვებს უწესებს ქუჩაში საპროტესტო აქციის მოწყობის მსურველებს და აადვილებს დეპუტატებისათვის იმუნიტეტის მოხსნას. ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამწვავა საპროტესტო აქციები, რომლებიც შარშან, ნოემბერში მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის მოულოდნელ გადაწყვეტილებას, უარი ეთქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. პარასკევს კიევში ჩავიდა ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულე, პოლიტიკური დიალოგის ხელშესაწყობად.
XS
SM
MD
LG