Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში 50-მდე ადამიანი დაშავდა მედრესეს ჩამონგრევის შედეგად


ყირგიზეთში, სულ ცოტა, 49 ადამიანი დაშავდა მუსლიმური სასწავლებლის ჩამონგრევის შედეგად. ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ჯალალ-აბადის პროვინციაში. „იმამ აზიმის მედრესეს“ მეორე სართული დაინგრა ცერემონიისას, რომელიც გაიმართა ადგილობრივი სასულიერო პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. დაწყებულია გამოძიება. ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, არ არსებობს საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ საქმე არ ეხება უბედურ შემთხვევას. მაგრამ ოფიციალურ პირს არ გამოურიცხავს არც სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, გამოძიების დასრულების შემდეგ.
XS
SM
MD
LG