Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ღაზის სექტორზე


ისრაელის სამხედრო წარმომადგენლების ცნობით, საჰაერო იერიში განხორციელდა ღაზის სექტორში პალესტინელი ექსტრემისტის წინააღმდეგ. ისრაელის ცნობით, ამ პირს, რომელსაც აბდალა ხარტიდ მოიხსენიებენ, ეკისრება პასუხისმგებლობა ისრაელის წინააღმდეგ მიმართულ რამდენიმე სარაკეტო იერიშზე. სარაკეტო იერიშის შედეგად აბდალა ხარტი მძიმედ არის დაჭრილი - მედიკოსები მის მდგომარეობას კრიტიკულს უწოდებენ. ისრაელის მონაცემებით, წელს ღაზის სექტორიდან დაუშინეს 33 რაკეტა.
XS
SM
MD
LG