Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს კარგი და ცუდი რეკლამა?


ავტორი: ვახტანგ ხომიზურაშვილი

რამდენი შეცდომისათვის და ფინანსური დანაკარგებისათვის, წარსულში შეგვეძლო აგვეცილებინა თავი, რომ გამოგვეყენებინა – სარელამო ტექსტების შექმნის სპეციალისტის პროფესიონალიზმი და მომსახურეობა!

მიუხედავათ მედიაში არსებული ტექნიკური წინსვლის და ინტერნეტ – ტექნოლოგიების განვითარებისა – რეკლამის მიმართ მიდგომები და ადამიანების მიერ რეკლამების აღქმა, რჩება შეუცვლელი!

რას ნიშნავს, სარეკლამო ტექსტების შედგენაში არაკომპეტენტურობა?
ეს არის უბრალოდ გადაყრილი ფული და ის მიუღებელი ეფექტი (შემოსავლები), რომელიც შეიძლებოდა მიგვეღო "კომპეტენტური" რეკლამის შექმნის შემთხვევაში!

გაიხსენეთ – რამდენი უნიჭო სარეკლამო ტექსტები მოგისმენიათ ტელევიზიით, თუ რადიოთი. არაფერს ვიძახი გაზეთ–ჟურნალებში განთავსებული რეკლამის შესახებ...
და რაც მთავარია – ეს "შაბლონური" და "გაცვეთილი" ფრაზები (..."უკეთესი მომავლისათვის"..."ენდეთ პროფესიონალებს"..."თქვენი წარმატების საწინდარია" და ა.შ)

სადაც არ გაიხედები ყველგან – ფასდაკლებაა და "უპრეცენდენტო აქციები"!!!
არადა რეკლამის ხელოვნება ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ ყოველგვარი "ფასდაკლებების" ნაცვლად შექმნა მომხმარებლის რეალური მოტივაცია და გაზარდო შენი კლიენტურის ლოიალურობა.
საბოლოო ჯამში რეკლამის ძირითადი ამოცანაა – სტაბილური სამომხმარებლო სეგმენტის შექმნა!

ქართული კომპანიების მიერ, რეკლამის შინაარსობრივ ასპექტის მიმართ, ესეთი ზედაპირული დამოკიდებულების გამო – კომპანიები კარგავენ ყველაზე ფასეულ აქტივს – მიზნობრივ კლიენტურასთან ეფექტიანი კომუნიკაციის შესაძლებლობას!

უცხოეთში, სადაც მძაფრია კონკურენცია და ნებისმიერი კომპანიის პერსპექტივა დამოკიდებულია, პროდუქციის (მომსახურეობის) რეალიზაციის ეფექტიანობაზე – რეკლამის ხარისხს ეთმობა ძალზედ დიდი ყურადღება.

(შეიძლება რეკლამის მომზადებაში გადახდილი იყოს საკმაოდ დიდი თანხა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რეკლამა იქნება ქმედითუნარიანი!)

მაგალითისათვის – ევროპაში და აშშ – ში სარეკლამო ტექსტების შედგენის სპეციალისტის (Copywriter) მომზადების კურსის ხანგრძლიობაა – 2 წელი!

რაც შეეხება სარეკლამო კომპანიების, სარეკლამო ტექსტების სპეციალისტებს – ესენი ძირითადათ არიან თვითნასწავლი "ფილოლოგები", რაც საერთოდ არ არის "კოპირაიტინგის პროფესიონალიზმთან" არავითარ კავშირში!

კოპირატერისათვის მთავარი ის კი არ არის – ეხერხება თუ არა წერა, არამედ – გააჩნია თუ არა მას კრეატიული აზროვნების უნარი!

ხალხი ხარჯავს უზარმაზარ თანხებს ინტერნეტ – ვებ– გვერდების მომზადებაში, ავსებენ "აკადემიური" ტექსტებით და აბსოლუტურად უშედეგოდ (კაციშვილი არ შედის მათ "გვერდებზე"). ეს ხდება მხოლოდ იმის გამო, რომ არ არის დაცული ინტერნეტ–ტექსტების სტანდარტები და შედგენის ძირითადი წესები.

ამიტომ, იმისათვის , რომ "ვამუშაოთ" მაქსიმალური ეფექტიანობით რეკლამაში დახარჯული ყოველი ლარი – უბრალოდ უნდა მოვძებნოთ პროფესიონალი კოპირაიტერი და დავზოგოთ ფული, არა კოპირაიტერის ანაზღაურებაში, არამედ მივიღოთ დამატებითი შემოსავლები – რეკლამის ეფექტიანობის გაზრდის ხარჯზე!

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG