Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დასრულდა საპრეზიდენტო კანდიდატების დებატების მეორე დღე


ავღანეთში დასრულდა საპრეზიდენტო კანდიდატების სატელევიზიო დებატების მეორე დღე. მასში ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ ღანი, პრეზიდენტის ყოფილი უფროსი მრჩეველი ჰედაიატ ამინ არსალა და ყოფილი პრეზიდენტის დაუდ ხანის ძმის შვილიშვილი, უფლისწული ნადერ ნაიმი მონაწილეობდნენ. კანდიდატების დისკუსიის თემა იყო ქალთა უფლებები, ახალგაზრდობის პრობლემები, ავღანეთ-აშშ-ს ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება და სამშვიდობო მოლაპარაკებები თალიბანთან. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის სატელევიზიო დებატები ავღანეთში რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურისა და სახელმწიფო სამაუწყებლო კომპანია RTA-ს მიერ ერთობლივად არის ორგანიზებული. 5 აპრილს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 11 კანდიდატი იბრძვის. სწორედ მათ შორის გამარჯვებული შეცვლის ქვეყნის ამჟამინდელ პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის.
XS
SM
MD
LG