Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფეთქებებმა ერაყში ათობით ადამიანი იმსხვერპლა


ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა ერაყის დედაქალაქსა და მის გარეუბანში დანაღმული ავტომანქანებით განხორციელებული აფეთქებების შედეგად. იუწყებიან, რომ სულ მცირე 14 ადამიანი დაიღუპა საკუთრივ ბაღდადში, 11 კი - ქალაქ ჰილაში. დაჭრილთა რაოდენობა ორივე ინციდენტის დროს 50-ს აღემატება. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მოაწყო სისხლიანი თავდასხმა, რომელიც ერაყში ყოველდღიურად ხდება და წლის დასაწყისში უკვე 1500 ადამიანი შეიწირა. ძალადობის ესკალაცია შედეგია რელიგიური დაპირისპირებისა, რაც სულ უფრო მწვავდება სუნიტ არაბებსა და შიიტებს შორის, რომლებიც ერაყის მთავრობის უმრავლესობას აკონტროლებენ.
XS
SM
MD
LG