Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ვაშინგტონი უკრაინის მთავრობის 20 მაღალჩინოსანს ვიზებს შეუზღუდავს


სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, ვაშინგტონი გეგმავს ვიზების შეზღუდვას უკრაინის მთავრობის 20 წევრისთვის. ამავე წყაროს ცნობით, აშშ მზადაა სხვა ნაბიჯებიც გადადგას ევროკავშირთან შეთანხმებით, თუ ვიზების გაცემის აკრძალვა შედეგს არ გამოიღებს უკრაინაში სისხლისღვრის დასრულების თვალსაზრისით. უფრო ადრე პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა უკრაინის შესახებ განცხადება: „აშშ ძალიან მკაცრად გმობს იქ მიმდინარე ძალადობას. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროპელ პარტნიორებთან, ისევე, როგორც უკრაინის მთავრობასთან და ოპოზიციასთან საიმისოდ, რომ ძალადობის დასრულება უზრუნველვყოთ. მაგრამ ჩვენ უპირველესად პასუხისმგებლობას უკრაინის მთავრობას ვაკისრებთ იმაზე, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს სწორი ფორმით მოექცეს. მან უკრაინის ხალხს საშუალება უნდა მისცეს თავისუფლად შეიკრიბონ და ისაუბრონ თავიანთ ინტერესებზე, რეპრესიების შიშის გარეშე,“ განაცხადა ობამამ. მისი თქმით, აშშ მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და უკრაინის ხელისუფლებისგან თავდაჭერას და ძალადობისგან თავის შეკავებას მოელის. „ამ ხაზის გადაკვეთა უშედეგოდ არ ჩაივლის,“ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG