Accessibility links

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთს ეწვია


საქართველოს პრეზიდენტი ერევანს ესტუმრა
please wait

No media source currently available

0:00 0:04:02 0:00

საქართველოს პრეზიდენტი ერევანს ესტუმრა

ხუთშაბათს, 27 თებერვალს, დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი სომხეთში. მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტთან სერჟ სარქისიანთან შეხვედრისას, მარგველაშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა სომხეთის პრეზიდენტის სასახლეში, რასაც მოჰყვა მარგველაშვილისა და სარქისიანის შეხვედრა.

ვიზიტის პროგრამაშია, აგრეთვე, საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ტიგრან სარქისიანთან, სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარესთან ჰოვიკ აბრამიანთან და ყოველთა სომეხთა კათოლიკოსთან გარეგინ მეორესთან.
XS
SM
MD
LG