Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა გასცა ბრძანება სამხედრო სწავლებაში მონაწილე ჯარისკაცების ყაზარმებში დაბრუნების შესახებ


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება უკრაინის მახლობლად სამხედრო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების შესახებ. ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით. პესკოვის თქმით, სამხედრო სწავლებამ წარმატებით ჩაიარა. პუტინი თვითონაც დაესწრო მანევრებს - ორშაბათს ეწვია პოლიგონს ლენინგრადის ოლქში, სადაც თავდაცვის მინისტრთან ერთად ადევნებდა თვალს სამხედრო სწავლების დასკვნით ეტაპს. პუტინმა გასულ კვირაში გასცა ბრძანება დასავლეთ რუსეთში სამხედრო მანევრების შესახებ, მეზობელ უკრაინაში დაძაბულობის ფონზე. ამასთან, მოსკოვი უარყოფს მანევრების კავშირს უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან.
XS
SM
MD
LG