Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორალურობის მორალურობა ანუ მენტალური გარდატეხის ასაკი


ავტორი: ლუკა მგელაძე

ყველა ქვეყნის საზოგადოებას უდგება ჟამი, როცა ის მენტალურ ცვლილებებს განიცდის, რეფორმაციის პროცესი ყველგან მეტ ნაკლები გარღვევებით აღინიშნება, ზოგან აღმასვლაა ზოგან დაღმასვლა, ზოგანაც კი მიღწეულის განმტკიცება.
ევროპა და მთლიანობაში დასავლური კულტურა, რომლისკენაც საქართველო ისტორიულად ისწრაფვის, უკვე ჩამოყალიბებული და დაღვინებული იდეების ერთობლიობას წარმოადგენს. ეს იდენტობა, ადამიანთა ქცევის თავისუფლებას განსაზღვრავს, რომელიც ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდანაა ნაქადაგევი. ამ იდეებს საქართველოც ეხმიანება საკუთრი ჰიმნით, „დიდება თავისუფლებას“, თუმცა თავისუფლება, რომ მოსაპოვებელია ეს ჯერ კიდევ ფაქტია.
ამ ბოლო კვირებში კვლავ გააქტიურდა და საზოგადოების სამსჯელოზე გამოვიდა, ოდნავ ტაბუ ახსნილი თემები, სამსჯავროზე ახლა ორალურობის მორალურობა ავიდა, ამ საკითხებმა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია, ზოგი თანაზიარია ამ აზრების, ზოგი კი წინააღმდეგი, მე პირადად ვთლი, რომ ყველა ადამიანმა ის უნდა აკეთოს რაც მას სურს, აბა იმას ხომ არ გააკეთებენ, რაც მე მინდა, მთავარი პრიორიტეტი ჩემთვის ისევ და ისევ ფრაზა, „არ გაუკეთო სხვას ის, რაც შენ არ გინდა რომ გაგიკეთონ“ არის. ჩემებული განმარტებით აქ ყველაფერი მარტივადაა, ნუ იქნები ბოროტი და ნუ უსურვებ სხვას ცუდს. ამ ფრაზის იდეური გაგრძელება საკანონმდებლო დონეზეც განსაზღვრულია და ის კონკრეტულად აყალიბებს ქცევის დისტანციას, ადამიანის თავისუფლება მთავრდება იქ სადაც იწყება მეორე ადამინის უფლებები.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ საკითხმა გადაფარა ისეთი თემები როგორიცაა: უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, მსოფლიო გეოპოლიტიკური პროცესები და მასში ჩვენი როლი, ბერი გარიელის თემა. რთულია ამ სურათიდან გამომდინარე ადამიანმა განსაზღვროს თუ რა უნდა მთლიანობაში ერს, უნდა მას ევროინტეგრაცია, უნდა სიწმინდე, უნდა სექსი თუ ყველაფერი ერთად.
საქართველო ისტორიულად ხშირად იყო მოწყვეტილი საკუთარი თავის განვითარების ფუფუნებას, ანუ ილიასეული სიტყვები: „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეკუთვნოდეს“, მხოლოდ რომანტიულ სიზმრებში თუ გვასხივოსნებდა, წლები გავიდა და ჩვენ კვლავ ვდგევართ ჩვენი თავის ამარად, ბარით ხელში, თუმცა უკვე ნამდვილად აღარ ვიცით თუ რაში გამოვიყენოთ ის; მიწა დავბაროთ? ნაგავი გავიტანოთ ჩვენი სახლიდან, თუ უბრალოდ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს მოუღეროთ, როცა ამის სადარაჯოზე მორალი დაგვიძახებს.
მიმაჩნია, რომ სხვას არავის არ მოუყენებია ისეთი ზიანი როგორც ეს რუსულმა გავლენამ გააკეთა შეფარულად, კალთის ქვევიდან. მთელი რიგიგი უსწორობა ადამიანთა მენტალობამდე დავიდა და მათდა უნებურად და იქ დაილექა. სხვის მიერ ლუკმა პურზის გამოწვდაზე შემყურეებს, სიზარმაცე შემოგვეპარა ყველა კუთხიდან, ეს აისახა შრომაზე, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე, ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე და სხვა მრავალ თემაზე, მათ შორის სექსუალურ ვნებასა თუ უვნებობაზე. პირადი აზროვნების სივრცე ჩაანაცვლა კოლექტიურმა აზროვნებამ და იმ მორალურმა ერთობლიობამ, რომლებიც ცნობილი სახარებისეული ფრაზისა არ იყოს, „იმ საფლავს გავს, რომელიც გარეგნულად ლამაზია ხოლო შინაგანად ყარს“.
დღეს მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული ხელმისაწვდომობა და გახსნილობა მეტია, რაც განვითარების ერთ-ერთი წყაროა, ქვეყანა მაინც მენტალური გარდატეხის პერიოდშია. ნელ ნელა გამოვდივართ ძველი მანკიერი თვისებებიდან და ვაყალიბებთ ახალს. გონების ერთი გავლენიდან გათავისუფლება და მეორეზე გადასვლა რთული საქმეა და ამას გარკვეულ წილად ეწირება თაობები იმ გაგებით, რომ აზროვნების პალიტრაზე ფერების აღრევა რთულად აისახება ადამიანთა ცხოვრებაზე. ვიღაცას მოსწონს, მაგრამ ვერ ბედავს, ვიღაცას უნდა თან არ უნდა, ეს სწორედაც, რომ იმ მორალური აჩრდილის ზემოქმედებაა, რომელიც ჩემშიც გარკვეულ წილად არსებობს. კვირის ეს საკითხებიც ამის ნათელი დადასტურებაა, კომენტარი კომენტარზე, ტალახი ტალახზე, სითბო სითბოზე.
საზოგადოების განვითარებაში პრეცედენდებს დიდი მნიშვნელობა გააჩნია, თუნდაც, რომ ის კონკრეტული განმახორციელებელი ერის მოღალატედ გამოცხადდეს, ფაქტი მაინც ახდენს გავლენას საზოგადოებრივ ყოფიერებაზე, ნაწილი აღფრთოვანებით, ნაწილი შეშფოთებით, ზოგიც კი საკუთარი დამალული შეხედულებისა და ქცევის გამოვლენით ხვდება. ეს არის სწორედ ის თანმდევი პრობლემები, რომლებიც აუცილებელია კონკრეტულად დანიშნულ ადგილამდე მისასვლელად, ცვლილებები უბრძოლველად, რომ შეუძლებელია, ამაზე ქართული გამონათქვამების მრავალფეროვნებაც მეტყველებს „თავისუფლება ლომთა ხვედრია“ ან „ვარდი უეკლოდ ვის დაუკრეფია“
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით ეს მოვლენები მაინც არ არის პიონერული დროშის მატარებელი, გარკვეული მუხტისა და თამამი ემოციების შემომტანი უთუოდ იქნება გონების მოქცევის გზაზე. ზიგადად კი მიმაჩნია, რომ ნელ ნელა დავალთ იმ საკითხამდე, რომ ესეთი თემები და მისი საჯაროდ გამოვლენა აღარ დაიკავებს მთელი კვირის საფიქრალ საზრუნავს, არა იმიტომ, რომ ის კვლავ კადრს მიღმა გადავა როგორც ხდება ან ხდებოდა, არა იმიტომ, რომ ადამიანთა შებოჭილობა ამ საკითხზე საუბარისას რეტს დაგვასხავს, არა... უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს გავაცნობიერებთ, რომ გამოვედით გარდატეხის ასაკიდან, გავაცნობიერებთ, რომ ის რაც ადრე ასე გვიმღვრევდა სისხლს დღეს სწორედ მისი მშვიდი მოძრაობის გარანტია, გავაცნობიერებთ, რომ შიში რომელიც გარეგან ხმებს მოჰყება დაძლეულია.
და ბოლოს.. მე ერთი წუთითაც არ მეშინია იმის, რომ შეიძლება ქართველობა დავკარგო, არ მეშინია იმიტომ, რომ მაქვს ისტორია მრავალსაუკუნოვანი, მე არ მეშინია იმისა, რომ ვინმე ღირებულებებს წამართმევს, მაშინ როცა ჩემს ღირებულებებში უკვე გადაიხადეს ჩემმა წინაპრებმა ფასი, როდესაც თავისუფლებისათვის ბრძოლას თავი შესწირეს, მე არ მეშინია განსხვავებული ადამინების, რადგან მყარი ვარ და მხოლოდ მივესალმები ყველა სიახლეს, რომელიც ერის მრავალფეროვნებას უწყობს ხელს, მე არ მეშინია გარყვნის, რადგან მიმაჩნია, რომ აქედან ნელ ნელა გამოვდივართ, მე არ მეშინია..., უბრალოდ იმიტომ, რომ არავის არ ვუსურვებ ავს და ვცდილობ სხვის ბედნიერებაში საკუთარი წილი ბედნიერება ვიპოვო.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG