Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტამბოლში ახალგაზრდა ბიჭის დაკრძალვას წინ შეტაკებების ღამე უძღოდა


სტამბოლის ცენტრში ათასობით ადამიანი შეიკრიბა 15 წლის ბიჭის დაკრძალვაზე დასასწრებად. ბიჭის, ბერკინ ელვანის სიკვდილმა სამშაბათს ანტისამთავრობო დემონსტრაციებს მისცა ბიძგი. ბერკინ ელვანი გარდაიცვალა ცხრა თვის წინ მიღებული ტრავმით - მას თავში მოხვდა ცრემლმდენი გაზის კანისტრა და კომაში ჩავარდა. ბიჭი პურის საყიდლად მიდიოდა და გზად მოუწია იმ უბნის გავლა, სადაც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები იყო. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობამ საპროტესტო აქციები გამოიწვია. სამშაბათს ღამით თურქეთის რამდენიმე ქალაქში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. რამდენიმე ადგილას პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. თურქეთის პრეზიდენტმა, აბდულა გიულმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG