Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა მოიწონა ყირიმის მიერთების შესახებ დოკუმენტის პროექტი


კრემლის განცხადებით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მოიწონა ყირიმის რუსეთთან მიერთების შესახებ ხელშეკრულების პროექტი. ამ ნაბიჯის გადადგმამდე პუტინმა პარლამენტის ორივე პალატას ოფიციალურად შეატყობინა, რომ ყირიმს რუსეთთან მიერთება სურს - რუსეთის კონსტიტუციით, ეს არის პირველი საკანონმდებლო ზომა რეგიონის ანექსიისათვის. პუტინი სამშაბათს, 15:00 საათზე მიმართავს პარლამენტის ორივე პალატას, გაერთიანებულ სხდომაზე. ორშაბათს პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო ყირიმი - მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს კვლავაც უკრაინის შემადგენელ ნაწილად მიიჩნევს და მოსკოვის ქმედებებს აპროტესტებს. პუტინმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა საათებში მას შემდეგ, რაც ყირიმის პარლამენტმა უკრაინისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და რუსეთის ფედერაციას მიმართა სუბიექტად მიღების თხოვნით. აშშ-მა და ევროკავშირმა ორშაბათს სანქციები შემოიღეს რუსი ოფიციალური პირების, შეიარაღების ფირმებისა და პრომოსკოვური კურსის გამტარებელი უკრაინელი ოფიციალური პირების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG