Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა ნატოსთან ერთად სამხედრო მანევრებს გამართავს


უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა, რომ ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალები ნატოს წევრებთან ერთად მანევრებს გამართავენ. ამ დროს, სამშაბათს, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ კენჭი უყარა უკრაინასთან შავი ზღვის ფლოტის შესახებ ხელშეკრულების გაუქმებას. ორშაბათს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ უყარა კენჭი შეთანხმების გაუქმებას. უკრაინელ კანონმდებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მიემხრო სამშაბათს ნატოსთან ერად სამხედრო წვრთნების მოწყობას. მანევრები ჩატარდება უკრაინის სამხრეთსა და დასავლეთ რეგიონებში მაისსა და ნოემბერს შორის. 2010 წელს, რუსეთი და უკრაინა შეთანხმდნენ, გაეგრძელებინათ სევასტოპოლში საზღვაო ფლოტის ბაზის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება 2042 წლამდე. ამ შეთანხმებით უკრაინა წლიურად იღებდა 98 მილიონ დოლარს და რუსეთიდან გაზის ფასზე შეღავათი ჰქონდა.
XS
SM
MD
LG