Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჭეშმარიტი პროვინციალიზმის ბრწყინვალება და სიღატაკე (ნაწილი 2)


ავტორი: გუჯა ბიძია

(პირველი ნაწილის გაგრძელება)

ობივატელი უსმენს და სურს იგივე, რასაც მეორე ობივატელი აკეთებს. ცდილობს დაემსგავსოს. ემსგავსება და სჯობნის კიდეც მეტწილად მერე პროვინციალიზმის გავრცელებაში. დაკანონებაში.
"ცუდია ის ჯარისკაცი ,გენერლობაზე რომ არ ფიქრობსო" ხომ?
განსაკუთრებით უსმენენ და ბაძავენ იმათ,აი იმათ, აი იქ, ყველაფერი "საუცხოო" რო არის, და იქ, ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქეთ სახელმწიფოებში ნასიარულები რომ არიან,, , ნასწავლები თუ ნათრევები, სულდაგულგამოცვლილები ,შემოგზავნილები ,უფრო რომ იციან რა უნდა, რა სჭირდება, და რატომ ერთ რიგით სტატისტიკურ ქართველ "პროვინციელს".
უსმენენ გაფაციცებით "ცნობად" სახეებს, "პოლიტიკოსებს" "ტელევარსკვლავებს", "მოდის დამკანონებლებს" "უკომპლექსოებს" , "თავისუფლებს“
და ფიქრობენ უკვე
რომ მთაწმინდაზე ადგილგაჩალიჩებული ვითომ მწერალი,პოეტი ,ვითომ საზოგადო მოღვაწე მეტია ტატო ბარათაშვილზე, ვისი საფლავის ქვაც არ არსებობს ალბათ უკვე..
და რომ მთაწმინდაზე მოხვედრილ "მოაზროვნეს" ან "მოღვაწეს" აკაკის და ილიას მადლი მოეცხება იმ ქვეყნად და მის ცხოვრებას , დეპეშას რომ ჰგავს - კლასიკად აღიარებენ.
ფიქრობენ ალბათ:
რომ პოლიტიკაში ბინძურად მოთამაშეთა წყალობით, თანამდებობრივად ,რაღაცით ან ვიღაცით პანჩურამორტყმულებს სკამთან ერთად ავტომატურად ჩაედებათ გონებაში ის ცოდნა ,რაც იმ თანამდებობას სჭირდება , თანამდებობით გახდებიან "ცენტრავოები ",აღწევენ კიდეც ბინძური ხერხებით მიზანს და მერე, სამსახურეობრივი პირამიდის დაბლა მოფუსფუსე ჭიანჭველებს , უკვე "პროვინციელებად" თვლიან,თუნდაც ისინი იმავე დაწესებულებაში, კედლის იქეთ მუშაობდნენ.
ისწავლის იმ ჭიანჭველებიდანაც, ათიდან ცხრა სტრიპტიზს, მივა კიკუ იქ ,როცა იქნება ბოძთან , ჩაიხდის და გაიხდის. გადაახტება სინდისს, კიტრის ფასი რომ ღირს უკვე.
ფიქრობენ ალბათ:
რომ ფული, საცხოვრებელი, ავტომანქანა, ძვირფასეულობა,სახელი,აღიარება, ცნობადობა დამსახურების მიხედვით და გაწეული შრომის და გარჯის ექვივალენტი კი არაა , არამედ საჭირო დროს ,საჭირო ადგილზე ყოფნა და საჭირო ხერხების ცოდნის გამოყენების საზღაური.,
ფიქრობენ რომ, მყვირალა, უგემოვნო და გამომწვევი ჩაცმა, ამერიკული გაწელილი აქცენტით საუბარი, არატრადიციული ურთიერთობები,ოჯახის საფუძვლების "უკომპლექსო" ქცევებით მოშლა, (იმის გამართლებით ,ყველა იქცევაო ასე, ან -მოკლეაო წუთისოფელი )ათასგვარ ტელეშოუებში მონაწილეობის სურვილი, ათასი სულით თუ ხორცით ბოზის ცხოვრების მაზოხისტურად თვალის დევნება, ინტერნეტ სივრცეში თუ რეალურ ცხოვრებაში მაღალ მატერიებზე ბრტყელი სიტყვებით ქაქანი,,ყალბი ცრემლი,ყალბი ღიმილი, ყალბი პოზა ,ურაპატრიოტობა, ყველაფერზე საკუთარი აზრის კატეგორიულ ტონში გამოთქმა ,სხვისთვის არ მოსმენა, საკუთარი თავით ტკბობა -ეს მოკლე გზაა მათი პიროვნული აღიარებისკენ თუ არა, თვითკმაყოფილებისკენ მაინც .კმაყოფილებაა იმ შეგნებით მიღებული, რომ არ არიან ,"თეთრი ყვავები" ,ქაჯები, გოიმები, უნახავები, ყველაფერი იციან, ყველას ცნობენ და ცხოვრება სადღაც გვერდით კი არ მიედინება, არამედ ხელით ეხებიან , მოვლენების ცეტრში ტრიალებენ, "ცენტრავოები" არიან ,ხო.
ფიქრობენ ასე და სწორედ მაშინ ხდებიან ჭეშმარიტი პროვინციელები.
რადგან სწორედ მაშინ შორდებიან თავიანთ თავს, პიროვნების შინაგანი სამყაროს ცენტრს, სულის ვერტიკალს - ადამიანობას :,
შორდებიან ასიათასობით კილომეტრობით , ადამიანის დანიშნულებას,სულიერებას, ჭეშმარიტებას, ღირსებას, ზნეობას ,სიკეთეს, დიდსულოვნებას, მიტევებას, გაგებას, სიყვარულს, ( ჩაგეღიმა ზოგიერთს ალბათ ამ ჩამნათვალზე). შორდებიან სინათლის სხივის გავრცელების სიჩქარით ფიზკურადაც და სულიერადაც , აღარაფრად არ სჭირდებათ ეს, დაცინვის საგანი რომ არის უმრავლესობითვის უკვე, მათნაირებისთვის უკვე და სხვა გამოქვაბულში აღმოჩნდებიან, სადაც ყველაფერი გამართლებულია, იმ უბრალო მოტივით რომ "კაცნი ვართ ,ადამიანური სისუსტეები ჩვენთვის უცხო არ არის" და ეხლა თუ არ მოასწრეს ამ სისუსტეებით სიამოვნება, "ქინძები არ არიან რომ მეორედ მოვიდნენ დედამიწაზე"
ნანობენ ,სახეზე აწერიათ პროვინციალებს რომ ნანობენ აშკარად უკვე, რომ თავიდან არ შეუძლიათ ცხოვრების დაწყება.თავიდან ,მაგრამ ამ გამოცდილებით...
"უუხ, სხვანაირად ვიცხოვრებდიო მაშინ"..
მოსწრებაზე არიან.
იწყებენ პატარ, პატარა ცოდვებით , პატარა ტყუილებით, პატარა ქურდობით, პატარა ბოზობით , პატარა მკვლელობებით, სიტყვით კლავენ ჯერ, თან სირცხვილნარევი შიშით ჯერ , ემანდ ღმერთი ან კაცი ვინმე ახლობელი ,ადამიანი ,წითელ წიგნში შესატანი , მართლა ხომ არ გვიცქერსო,. მერე გათამამებულნი ,სადაც სხვები იქაც მეო - დიდ ცოდვებამდე მიდიან, დიდ ტყუილებამდე მიდიან, ყველაფრის გაუბრალოებამდე მიდიან, ყველაფრის და ყველას გაწირვამდე მიდიან, ყველაფრის და ყველას ფურთხში ამოსვრამდე მიდიან. ლამაზი სიტყვებით ნიღბავენ თავიან სურვილებს და სულიერ კომფორტს იქმნიან ამით იქ, სადაც ყველა და ყველაფერი იყიდება, სადაც ყველაფერი მოსულა, სადაც ყველაფერზე თვალის დახუჭვა შეიძლება...
ბრაზობენ კიდეც ,თუ არ გამოუდით ეს ყველაფერი ,"ნეუდაჩნიკები" ვართო , თავის თავს უმხელენ მარტო, ხმამაღლა კი ყველაფერს სხვებს და გარემოებას აბრალებენ , მაღალ მორალს იფარებენ უცებ სახეზე ნიღბად და თან ბოღმით კი სკდებიან იმათზე ,ვისაც გამოსდით მათზე უკეთ მაიმუნობა, ადამიანობიდან დაშორება- ჭეშმარიტი პროვინციელობა.
სიცოცხლის ბოლოს, ამათგან მხოლოდ ერთეულები, დიახ ერთეულები თუ მოინანიებენ იმას რაც გააკეთეს, იმასაც შეუცნობელში წასვლის შიშით. იმის შიშით რომ შეიძლება და მართლაც მოკითხონ იქ რამე. სულაწრიალებულები დაიწყებენ პირჯვრის წერას ბოლო წუთებში, თუ მიხვდნენ მართლაც რომ 'რაღაცისთვის",და არა შემთხვევით მოავლინა იგი განგებამ, და რომ ვერ შეძლეს და დანიშნულება ვერ აასრულეს , შიშობენ ჰო, რომ მოკითხავენ ყველაფერს, იმ დიდი ტყუილისთვის გაასამართლებენ მათი ცხოვრება რომ ქვია. ადამიანობას რომ დაშორდნენ.
ჭეშმარიტი პროვინციელები რომ იყვნენ.
მიხვდებიან კი?
ვეჭვობ ...
ვეჭვობ ოდესმე მიხვდნენ რომ
„...იქმნა კაცთათვის:
სინდისი - ნიჭად მხილებისათვის თვისთა მანკიერებათა, ძალა - ილაჯად თვისისავე ხარვეზთა დაძლევისათვის, სიკეთე - უნარად რგებისათვის თავისა, გარნა მოყვასთათვის რგებისა შედეგად; დედაკაცი - არსად მრავლებისა და პირობად კაცთა მოდგმის მარადობისა; მეგობარი - საზომად სულგრძელობისა და სამჟღავნებლად თავდადებისა თვისისა; ერი - ასპარეზად პირუთვნელი მსახურებისა და მსხვერპლად მისვლისა; ვენახი და მინდორი - ადგილად დაღვრისათვის ოფლისა,არედ განგების ნების აღსრულებისა; პური და საქონელი ყოველი - საზრდელად თავისა და მისაძღვნელად სხვათათვის; სოფელი სივრცედ მიგებისათვის სიყვარულისა, რომელ იყო ღმერთი.“
„დათა თუთაშხია“.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG