Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბერალური ჟანდარმერია გადაწყვეტს შენ “სადაური” ხარ (არააკადემიური პოსტი)


ავტორი: სოფო შუბითიძე

„არსებობენ შინაგანად ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანები და ლიბერალურ-დემოკრატიულად გაწვრთნილი ადამიანები“.
(ამონარიდი ერთ-ერთი თანამედროვე ქართველი ფილოსოფოსის ლექციიდან)


ლიბერალიზმი არ არის თეორიული მოძღვრება,რომელიც უნივერსიტეტში შეისწავლება.ის შინაგანი აქტია.მთავარი პრობლემა დღეს პროგრესულად მიჩნეულ ლიბერალ მოაზროვნეთა შორის მეტწილად ისაა რომ ლიბერალიზმი შეთვისებული ღირებულებას უფრო ჰგავს,რომლის „ვალია“გარდაუვალად დაუპირისპირდეს უმრავლესობის გაბატონებულ დისკურსს და აკადემიური სიმაღლეებიდან იქადაგოს საზოგადოების დაყოფა-უმცირესობად და უმრავლესობად. კატეგორიზაცია კი უფრო აღრმავებს არსებულ ნაპრალს . თანაც უნივერსალური კატეგორიები არასოდეს არსებობს ,მით უმეტეს დიქოტომიური.

უმრავლესობის რიგებში ყოფნა უცილობლად ნიშნავს ტრადიციონალიზმს,კონსერვატიზმს და უკიდურეს შემთხვევაში რელიგიურ ფუნდამენტალიზმს.შესაბამისად რთულია ვიპოვოთ ისეთი ადამიანი,რომელიც ერთდოულად იქნება -მართლმადიდებელი,ლიბერალი გარე სამყაროსთან ურთიერთობაში და კონსერვატული ღირებულებების გამტარიც.პოვნაზე მეტად მათი დანახვაა რთული.

ლიბერალური ძალების მობილიზება უხშირეს შემთხვევაში არასამთავრობო სექტორში შეინიშნება,შესაბამისად ამ უკანასკნელთ გააჩნიათ ოფიციალური პლატფორმაც რათა საკუთარი შეხედულებები საჯარო სივრცეში უფრო მეტად ხილვადი გახადონ და რესპექტაბელურობის ელფერიც შეიძინონ.
მათ აქვთ „უფლება“ იარლიყების მიკვრის,რაც აზროვნების გამარტივების უადვილესი ფორმაა.

მათ აქვთ „უფლება“ თავი ერთადერთ პროგრესულებად მიაჩნდეთ ,ხოლო დანარჩენი სამყარო კი იწოდებოდეს ბნელად.

მოკლედ რომ ვთქვათ სიბნელე სუფევს ყველგან,სადაც ლიბერალურ ჟანდარმერიას არ გაუვლია.მთავარი მახასიათებელი ე.წ.ლიბერალური დისკურსისა ის არის,რომ ისინი თავს საზოგადოების ნაწილად კი არ მიიჩნევენ,არამედ ხშირად ცდილობენ მოვლენების გარედან,ზერიტორიკულ კომენტირებას .ლიბერალიზმი კი აპრიორ საზოგადოების შუა ცენტრი იყოს და უნდა ახერხებდეს დაპირისპირებული პოლუსების მორიგებას,რაციონალური გამოსავლის შეთავაზებას.სამწუხაროდ,ქართული ლიბერალიზმის დღევანდელი ტრადიცია ამას არ აჩვენებს.

თუმცაღა ყველაფერი ისე შავბნელად არ შეიძლება იყოს როგორც დავხატე,რადგანაც არ არსებობს ერთგვაროვანი ახსნები.საგულისხმოა ის ფაქტი,რომ ე.წ.“NGO-შნიკურ“ ლიბერალიზმს დღეს გამოუჩნდა ალტერნატივა და დისკუსიებმა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა თუ საზოგადოებებშიც გადმოინაცვლა,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ აღნიშნული სივრცე თავისუფალია ჟანდარმერიის მსახვრალი ხელისაგან.

საბოლოო ჯამში კი იმაზე უკეთესით ვერ დავასრულებდი,ვიდრე ოსკარ ვაილდმა თქვა :”თუ გინდა რომ სხვას გაუგო,უფრო მეტად უნდა გააძლიერო შენი ინდივიდუალიზმი”.
ინგლისურად უკეთ ჟღერს: "If you wish to understand others you must intensify your own individualism”.
ეს ორივე მხარეს ეხება ! „ბნელსაც“ და „პროგრესულსაც“ ...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG