Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინკლუზია და ჰომოფობია


ავტორი: კოკო უჩანეიშვილი

საბჭოთა კავშირში „არ არსებობდნენ“ არც „ინვალიდები“ და არც ჰომოსექსუალები, არსებობდა სისხლის სამართლის 121-ე მუხლი, რომელიც ჰომოსექსუალების ცხოვრებას „არეგულირებდა“ - ისინი ციხეში ან ფსიქიატრიულ დაწესებულაბაში ხვდებოდნენ. არსებობდა ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკებიც, სადაც ხშირად საზოგადოების „არასასურველ“, „მახინჯ“ წევრებს - „ინვალიდებს“ ასახლებდნენ.[1]
დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. არსებობს „მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია“, რომელიც ჰომოსექსუალიზმს დაავადებად არ მიიჩნევს ასევე არსებობს ინკლუზიური მიდგომაც, რომლის თანახმად - ყველა ადამიანს გვაქვს ერთ გარემოში თანაარსებობის უფლება. კიდევ არსებობს საქართველოს რესპუბლიკა საბჭოთა წარსულით, დემოკრატიულ წყობაზე გადასვლის სურვილით, ახალი ღირებულებებითა და ახალი ტერმინებით: „ლგბტ“; „შშმპ“; „ინკლუზია“; „გსმ“; „ისგ“; „იგგ“ და სხვა. ტერმნი და აბრევიატურა ბევრია, ალბათ იმდენივე რამდენიც საბჭოთა პერიოდში, შესაბამისად მათი მნიშვნელობის დაკარგვის - დესემანტიზაციის საშიშროებაც საკმაოდ დიდია.
მაგალითად „ინკლუზიური განათლება“ - უკვე 7 წელია რაც საქართველოში ინერგება, რაც ისეთი გარემოსა და სისტემის შექმნას ნიშნავს, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის კეთილგანწყობილი, მისაღები და ხელმისაწვდომი იქნება. უფრო ზოგადად კი, ინკლუზია, ინტეგრაციისგან განსხვავებით, არა უმცირესობის უმრავლესობასთან შერწყმას, არამედ უმცირესობისა და უმრავლესობის გაერთიანებას გულისხმობს. საქართველოში ინკლუზიური განათლების დანეგვას არასამთავრობო ორგანიზაციებმა და შემდეგ უკვე სახელმწიფომ , „ეროვნულმა სასწავლო გეგმამ“ შეუწყო ხელი. დღესდღეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები თანატოლებთან ერთად დადიან თბილისის საჯარო სკოლებსა და ბაღებში. მშობლების აზრი ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით უფრო ხშირად ასეთია: „არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე არ მინდა ჩემს შვლითან ერთად „ავადმყოფი“ ბავშვი სწავლობდეს, ხომ იცით ბავშვები როგორ ბაძავენ ერთმანეს, არ მინდა ცუდი საქციელი და ჩვევები გადმოიღოს ჩემმა შვილმა “, „შეზღუდული ბავშვები ცალკე უნდა სწავლობდნენ“, „ჯობია სპეცსკოლაში სწავლობდნენ, სხვებს ხელი რომ არ შეუშალონ.“
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მშობლები მიესალმებიან ინკლუზიურ მიდგომას: „გიოს ძალინ უყვარს ბაღში სიარული, ერთობა და ბევრ რამეს სწავლობს. სამწუხაროდ, საზოგადოება არ არის კარგად ინფორმირებული და ძალიან ხშირად ქუჩაში თუ საჯარო ტრანსპორტში შენიშვნას მაძლევენ, ან როცა გაიგებენ რომ აუტისტია, ისე უყურებენ, როგორც “ავადმყოფს“ . დაახლოებით ასეთივე დამოკიდებულება აქვს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის მშობელსაც: „ინკლუზიური სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია, მე ის მინდა, რომ ჩემი შვილი საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი იყოს და არა ის, რომ მისკენ თითს იშვერდნენ, დასცინოდნენ. ბაღი და სკოლა მასაც და დანარჩენებსაც ერთ გარემოში ცხოვრებას მიაჩვევს.“ უცნაურია, რომ იგივე მშობელი, 2013 წლის 17 მაისითან დაკავშირებით სწორედ იმ ადამიანების აზრს იზიარებს, რომლებიც სექსუალურ უმცირესობებეზე ძალაუფლებას ახორციელებენ.
უცნაურია, რომ შზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის დედა იმ მშობელს ემსგავსება, რომელიც ამბობს: „არ მინდა ჩემი შვილის ჯგუფში ინვალიდი ბავშვი სწავლობდესო“.
უცნაურია ისიც, რომ საზოგადეობის გარკევული ნაწილისგან „სტიგმატიზირებული“, „გიჟად“ შერაცხული ახალგაზრდა ამბობს: „რაც უნდათ ის უქნიათ ამ გეებს, მარა ჩემს თვალწინ ნუ “იზასავებენო.“
უცნაურია, რომ ცერებრული დამბლის მქონე ბავშვის დედა პედაგოგს სთხოვს: “თუ შეიძლება ჩემი შვილი სხვა ჯგუფში გადაიყვანეთ, არ მინდა აუტისტ ბავშვთან ერთად იყოსო.“
უცნაურია , რომ ინკლუზიური მიდგომა მოგვწონს, ქრისტიანულ ღირებულებებს “ვაღიარებთ“ და თავგამოდებით ვცდილობთ „უმრავლეობას“ მივეწეპოთ.
უცნაურია , რომ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნა ქალაქის ყველაზე ცენტრალურ ადგილას ხდება.
„ცენტრის-“, „უმრავლესობის-“ „კოლექტვისადმი“ მიკუთვნებულობის ესოდენ დიდი სურვილი იქნებ საბჭოთა წყობის გავლენაა და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის ალბათ 90% გვჯერა, რომ ქრისტიანები ვართ, სამყაროს მაინც „საბჭოურად“ - ცუდებად და კარგებად, მტრებად და ძმებად, აღვიქვამთ[2]. და ალბათ უბრალოდ ღირებულებებში ვირევით, ვეღარ ვიგებთ, ვინ აღვიქვათ „ჩვენიანებად“ და ვინ „სხვებად“ - თან ამდენი „უცხოელის“ ამდენი „სხვანაირი“ ადამიანის, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ჰომოსექსუალების, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების - ამდენი სიახლის გამოჩენა „გასხვავებულობის“ მიღება - არმიღების არჩევანის წინაშე გვაყენებს საბჭოთა წარსულის მქონე, „ყველაზე სტუმართმოყვარე“ ერს.
2013 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, საკმაოდ კარგად გამოჩნდა როგორი არჩევანი გააკეთა მოსახლეობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა. ისიც გამოჩნდა, რომ სხვადსხვა მიზეზის გამო უმცირესობაში მყოფმა ადამიანებმა ჰომოფობია საერთო პრობლემად არ აღიქვეს. ვერ ან არ მიხვდნენ, რომ რომ ჰომოსექსუალზე „გაშვერილი თითი“ , იგივე „თითია“ რომელსაც იმავე წარმატებით ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან სხვა ნებისმერი „ნიშნით“ განსხვავებულ ადამიანზე გაიშვერენ.
გასაგებია, რომ გაერთიანების სურვილი არსებობს და უცნაურია, რომ საზოგადეობის დიდ ნაწილს ინკლუზიურ მიდგომაზე, ქრისტიანულ ღირებულებებზე უფრო მეტად „უცხოს“ ეგრეთწოდებული „ნორმისგან“ განსხვავებული ადამიანების შიში - ჰომოფობია აერთიანებს.



[1] http://www.istpravda.com.ua/reviews/2011/12/30/66648/
[2] Baberowski, Jörg: Der Rote Terror; die Geschichte des Stalinismus; Deutsche Verlags-Anstalt München 2003.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG