2 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი ნანუკა ავალიანი. ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან ერთად პანკისის ხეობაში ახორციელებს პროექტს, რომელიც ეხება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, ზოგადად მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე. რამდენად ღიად საუბრობს პანკისის მოსახლეობა ქალთა მიმართ ძალადობაზე? აღიქვამენ თუ არა ისინი პრობლემად ქალთა მიმართ ძალადობას და რამდენად რეალურია მათი შეხედულებების შეცვლა ამ თემის გარშემო?
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.