Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ზღუდავს თავის შტაბ-ბინაში რუსეთის წარმომადგენლების შესვლას


ნატო ზღუდავს თავის შტაბ-ბინაში რუსი ოფიციალური პირების შესვლას. ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოცხადდა 7 აპრილს მას შემდეგ, რაც ნატომ გასულ კვირაში გადაწყვიტა რუსეთთან სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობის ყველა პრაქტიკული ფორმის შეწყვეტა მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიაზე საპასუხოდ. ალიანსის განცხადებაში ნათქვამია, რომ ნატოს შტაბ-ბინაში შეშვებაზე ამიერიდან უარს ეტყვიან ალიანსში რუსეთის მისიის ყველა წარმომადგენელს რუსეთის ელჩის, რუსეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილისა და მათი ორი თანამშრომლის გარდა. ნატოს განცხადებით, გადაწყვეტილება ძალაში შედის 8 აპრილიდან.
XS
SM
MD
LG