Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორბაჩოვი „სისულელედ“ მიიჩნევს სსრკ-ის დაშლისთვის მისი გასამართლების მოთხოვნას


მიხაილ გორბაჩოვი „სრულ სისულელედ“ და თვითრეკლამისაკენ მისწრაფებად მიიჩნევს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ზოგი დეპუტატის მოთხოვნას საბჭოთა კავშირის დაშლის გამო მისი, გორბაჩოვის გასამართლების შესახებ. საბჭოთა კავშირის უკანასკნელმა ლიდერმა, გორბაჩოვმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსთან“ ინტერვიუში თქვა, რომ მოწოდება, ისტორიული ფაქტების მხრივ, დაუსაბუთებელია, მაგრამ ზოგ დეპუტატს მოსწონს, რომ მასზე ლაპარაკობენ და მის გვარს ახსენებენ. რუსეთის მედიაში დღეს გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატების ჯგუფმა მოამზადა მიმართვა რუსეთის გენერალური პროკურატურისადმი მოთხოვნით, შეისწავლოს საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდის მოვლენები. დეპუტატები მოელიან, რომ ამის საფუძველზე აღიძრება სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის გორბაჩოვის წინააღმდეგ. პროკურატურისადმი მიმართვის ინიციატორები არიან პარტია „ერთიანი რუსეთის“, კომპარტიისა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრი დეპუტატები.
XS
SM
MD
LG