ჩილეში, სულ ცოტა, 16 ადამიანი შეიწირა ხანძარმა, რომელიც საპორტო ქალაქ ვალპარაისოს რამდენიმე ნაწილს მოედო. 12 აპრილს ღამით გაჩენილი ხანძრის გამო ათასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული. განადგურებულია 500-მდე სახლი. ოფიციალური პირების ცნობით, ჯერ არ დაუდგენიათ ხანძრის გამომწვევი მიზეზი. პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა ვალპარაისოს დაზარალებული რაიონები კატასტროფის ზონად გამოაცხადა და არმიას დაავალა წესრიგის დაცვაზე ზრუნვა. ვალაპარისო ჩილეს ერთ-ერთი უდიდესი ნავსადგურია, ქალაქში 270 000-მდე ადამიანი ცხოვრობს. ქალაქის ისტორიული ნაწილი „იუნესკოს“ გამოცხადებული აქვს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად.
ყველაზე პოპულარული
1