16 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. მან ისაუბრა საქართველოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე უკრაინაში განვითარებული მოვლენები, რას მოელის საზოგადოება 16 აპრილს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრისგან?.. ამ და სხვა თემებზე გაამახვილა ყურადღება ხათუნა ლაგაზიძემ.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.