Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში მოკლეს ნატოს მომმარაგებელი სატვირთო მანქანების ორი მძღოლი


პაკისტანში შეიარაღებულმა პირებმა იერიში მიიტანეს სამ სატვირთო მანქანაზე, რომელიც ავღანეთში ნატოს ჯარისკაცების მოსამარაგებლად მიეშურებოდა. თავდასხმისას მოკლეს ორი ადამიანი. ინციდენტი მოხდა ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ხიბერის რაიონში. ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, დაიღუპა სატვირთო მანქანების ორი და დაიჭრა ასევე ორი მძღოლი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ წარსულში ასეთივე თავდასხმები აქვს მოწყობილი პაკისტანში მოქმედ თალიბანს.
XS
SM
MD
LG