Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში სეპარატისტებს მთელი ღამე ჰყავდათ დაკავებული „წითელი ჯვრის“ წევრები


კიევში ორგანიზაცია „წითელი ჯვრის“ ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ დონეცკში მეამბოხეებს მთელი ღამე ჰყავდათ დაკავებული „წითელი ჯვრის“ რამდენიმე თანამშრომელი. ისინი 10 მაისს დილით გაათავისუფლეს. მანამდე თვითგამოცხადებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ წარმომადგენელმა თქვა, რომ „წითელი ჯვრის“ გუნდი 9 მაისს საღამოს დააკავეს, ჯაშუშობაში ეჭვმიტანის საფუძველზე. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ „წითელი ჯვრის“ ოფიციალური წარმომადგენლის, ირინა ცარიუკის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნაცემია „წითელი ჯვრის“ ერთ-ერთი თანამშრომელი. ადგილობრივი ვებსაიტის, „ნოვოსტი დონბასას“ ინფორმაციით, დაუდგენელი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ დონეცკში „წითელი ჯვრის“ ოფისში და დააკავეს შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ფრანგი და ექვსი უკრაინელი.
XS
SM
MD
LG