14 მაისს ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას საქართველო ხელს მოაწერს 27 ივნისს. ეს ამბავი თბილისში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ ჩამოიტანა და კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ასოცირების შეთანხმება ”საბოლოო მიზანი” არ არის, ევროკავშირი ყოველმხრივ დაეხმარება საქართველოს და ევროპისკენ მიზანმიმართულად მიმავალი ქვეყანა ღირსეულად უნდა გაუმკლავდეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
”რუსეთი მეზობელია, მაგრამ კარგი მეზობლები პატივს სცემენ ერთმანეთის საზღვრებს. ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა წარმოადგენს სტაბილურობის წინაპირობას აქაც და ასევე სხვაგანაც - ევროპაში”, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა 14 მაისს თბილისში, ევროპის სახლში, სიტყვით გამოსვლისას. ჰერმან ვან რუმპე ხედავს, რომ ევროკავშირისკენ მტკიცედ მიმავალი საქართველო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ ქვეყანამ ეს არ უნდა დაუშვას. ”ძალადობა სიძლიერეს არ ნიშნავს”, - ამბობს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი და მოუწოდებს საქართველოს, ძალადობას დემოკრატიული განვითარებით დაუპირისპირდეს და არ გახდეს მათი მსხვერპლი, ვინც მოქმედებს პრინციპით ”დაყავი და იბატონე”. ჰერმან ვან რუმპე შეგვახსენებს, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, გამოიწვია უარმა, რომელიც იანუკოვიჩის ხელისუფლებამ თქვა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე, რადგანაც ეს ევროპულ ფასეულობებზე უარის თქმას ნიშნავდა.
ჰერმან ვან რუმპე საქართველოში მოლდავეთიდან ჩამოვიდა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული კიდევ ერთი ქვეყნიდან, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებას, საქართველოსთან ერთად, ასევე 27 ივნისს ბრიუსელში მოაწერს ხელს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს მტკიცე ერთგულებას ევროპული ფასეულობების მიმართ და დარწმუნებულია, რომ ეს ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს:
”ასოცირების შესახებ შეთანხმება შეასრულებს კომპასის ფუნქციას რეფორმებისთვის, რათა მიღწეულ იქნეს უკეთესი სტანდარტები გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით, რათა შეიქმნას განჭვრეტადი ბიზნესგარემო, რაც საჭიროა ინვესტორებისთვის, დამქირავებლებისა და მომხმარებლებისთვის. ასევე აქ იგულისხმება კარგი მმართველობის სტრუქტურები და სანდო სახელმწიფო ინსტიტუტები. დაბოლოს, ასეთ ძირეულ ცვლილებებს ექნება ძლიერი ზეგავლენა ეკონომიკაზე. ასოცირების შესახებ შეთანხმება ჯადოსნურად, ერთ ღამეში ვერ გააძლიერებს ეკონომიკას, მაგრამ ეს პროცესი დროთა განმავლობაში მიგვიყვანს ცხოვრების უფრო მაღალ სტანდარტამდე ყველასათვის”.
ასოცირების შესახებ შეთანხმების სარგებელზე საუბარი იყო 14 მაისს, დილით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზეც, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. ითქვა, რომ მისასალმებელია ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცება, რადგანაც აუცილებელია ადამიანთა დაცვა დისკრიმინაციისგან, მიუხედავად მათი კანის ფერისა, რელიგიისა, სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციისა და რომ ეს საყოველთაო ადამიანური ფასეულობებია.
”საქართველო განუხრელად მისდევს ევროინტეგრაციის კურსს, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს. ეს არის ჩვენი ქვეყნის როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედი და არის, რაც მთავარია, ჩვენი ხალხის არჩევანი, რომელიც ეფუძნება საერთო ევროპულ ღირებულებებს”, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. საქართველო კიდევ უფრო გააქტიურებას აპირებს:
”ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობას თვისებრივად სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს და შეუქცევადს გახდის ქვეყნის ევროინტეგრაციას. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ ჩვენ აქტიურად ვემზადებით ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერისა და მისი განხორციელებისთვის. ამასთან, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ასოცირების პროცესი არის ძალიან შრომატევადი და ფართომასშტაბიან რეფორმებს ითვალისწინებს. ამიტომ ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა ამ მიმართულებით".
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაიხადა იმისათვის, რომ ევროკავშირმა, „მეტი მეტისთვის" პრინციპით, საქართველოს დამატებით 30 მილიონი ევროს დახმარება გამოუყო. ეს თანხა მიმართული იქნება ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დასაფინანსებლად, მათ შორის, მოხმარდება ამ პროცესში ჩართული საჯარო ინსტიტუტების მოდერნიზებას. პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ, რეგიონში არსებული სირთულეების ფონზე, ევროკავშირი კიდევ უფრო მეტ დახმარებას აღმოუჩენს აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს, რომლებმაც ევროპული არჩევანი გააკეთეს. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში ჩართვის გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში. ამ საკითხზე მადლიერების გრძნობით გაამახვილა ყურადღება ჰერმან ვან რუმპემაც.
14 მაისს, დღის მეორე ნახევარში, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შეხვდა, რის შემდეგაც ოფიციალური სადილი გაიმართა. ”მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს და ყურადღება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დეტალებზე გაამახვილეს. გიორგი მარგველაშვილმა და ჰერმან ვან რუმპემ რეგიონალური უსაფრთხოების თემებზეც იმსჯელეს და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის მზაობა, საქართველოსთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოეწეროს 27 ივნისს და უმასპინძლოს საქართველოს დელეგაციას ბრიუსელში, - იტყობინება პრეზიდენტის ოფიციალური ვებსაიტი.
რაც შეეხება ევროკავშირთან დაახლოების შემდგომ პერსპექტივებს, საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის თქმით, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა სამომავლოდ ევროკავშირის წევრობით უნდა დაგვირგვინდეს:
”(ხელმოწერის შემდეგ) იწყება ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლიმენტაციის პერიოდი, რომელიც გასტანს გარკვეული ხნის განმავლობაში და რომელმაც შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიგვიყვანოს ევროკავშირთან უფრო მეტ დაახლოებასთან და, საბოლოოდ, მისი წევრი უნდა გავხდეთ. ამის თქმა ახლა, რასაკვირველია, ძალიან ძნელია, თუ როდის იქნება, მაგრამ ეს არის ძალიან გამოკვეთილი პერსპექტივა და მიზანი საქართველოს საგარეო პოლიტიკის”.
კონკრეტული ვადები, ცხადია, არ დაუსახელებია, მაგრამ
თბილისში მყოფმა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რუმპემ არაერთხელ -და, მათ შორის, ”ევროპის სახლში” სიტყვით გამოსვლისასაც -აღნიშნა, რომ ”ევროკავშირი სრულად აღიარებს როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრი ქვეყნების ევროპულ სწრაფვას და რომ ასოცირების შეთანხმება არ წარმოადგენს თანამშრომლობის საბოლოო მიზანს”.
ყველაზე სწრაფად ხელშესახები შედეგი, რასაც ეს თანამშრომლობა მოუტანს საქართველოს, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლაა, რაც, პრემიერ-მინისტრის თქმით, არის უახლოესი წლების პერსპექტივა. რამდენიმე დღის წინ საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ ჩასვლის იმედი საქართველოს მოქალაქეებს 2015 წლის ბოლოდან ან 2016 წლის დასაწყისიდან უნდა ჰქონდეთ.