Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი: უკრაინის გამო რუსეთის იზოლირება შეუძლებელია


რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, გლობალური ეკონომიკისგან რუსეთის „იზოლირება“ შეუძლებელია, უკრაინის კრიზისის გამო დასავლეთის ზეწოლის მიუხედავად. სანკტ-პეტერბურგში, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის კულუარებში განცხადებით გამოსვლისას პუტინმა „სრულიად კონტრ-პროდუქტიული“ უწოდა უკრაინის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს. ჟურნალისტებთან საუბარში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, სანქციები არ პასუხობს საერთაშორისო კანონმდებლობას და გლობალურ დესტაბილიზაციას მოიტანსო. პუტინმა განაცხადა, იმედი მაქვს უკრაინის კრიზისი დასავლეთთან ახალ „ცივ ომს“ არ გამოიწვევს, რაც არავის ინტერესებში არ იქნებაო. ამასთან, პუტინის განცხადებით, მოსკოვი არ გეგმავს საბჭოთა კავშირის აღდგენას. პუტინის აზრით, უკრაინასთან გაზის ფასის შესახებ უთანხმოება დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას და არა ულტიმატუმების ფორმით.
XS
SM
MD
LG