საგარეო პოლიტიკის შესახებ თავის ვრცელ გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ, აშშ-ისა და მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხედ ტერორიზმი დაასახელა.
28 მაისს ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში წარმოთქმულ სიტყვაში ობამამ ხაზი გაუსვა ამერიკის ლიდერობას მსოფლიო ასპარეზზე, თუმცა იქვე აღნიშნა თავშეკავებისა და სამხედრო ოპერაციების წინ საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაც: „მსოფლიო ასპარეზზე ამერიკა ყოველთვის ლიდერი უნდა იყოს. ჩვენ თუ არ ვიზამთ ამას, სხვა არავინ გააკეთებს. არმია, რომლის რიგებსაც თქვენ შეუერთდით, ჩვენი ლიდერობის ხერხემალია. მაგრამ აშშ-ის სამხედრო მოქმედება არ შეიძლება ყველა სიტუაციაში ჩვენი ლიდერობის ერთადერთი ან, თუნდაც, მთავარი კომპონენტი იყოს“.
პრეზიდენტმა ამერიკელ კანონმდებლებს მოუწოდა დაამტკიცონ ახალი, კონტრტერორისტული საპარტნიორო ფონდი, რომელიც 5 მილიარდი დოლარისგან იქნება შემდგარი. ობამას განცხადებით, ეს ფონდი აშშ-ს საშუალებას მისცემს „გაწვრთნას, გაუზარდოს შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს ფრონტის ხაზზე მყოფ პარტნიორ ქვეყნებს“.
ვაშინგტონმა 27 მაისს გამოაცხადა გეგმა, რომელიც ითვალისწინებს მიმდინარე წლის ბოლომდე ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანას, გარდა 9,800 ჯარისკაცისა, რომელთა დიდი ნაწილი ავღანეთს 2016 წლისთვის დატოვებს. ამით დასრულდება ამ ქვეყანაში აშშ-ის სამხედრო კამპანიის ათწლეულზე ხანგრძლივი ისტორია.
28 მაისის გამოსვლაში ობამამ თქვა, ავღანეთში ომის დასრულება გამოათავისუფლებს ფინანსურ სახსრებს, რომლებიც მსოფლიოს სხვა ადგილებში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ შეიძლება დაიხარჯოსო.
ობამას განცხადებით, ძირითადი ტერორისტული საფრთხე მომდინარეობს დეცენტრალიზებულ ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჯგუფებისა და ექსტრემისტებისაგან.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი ფონდიდან სახსრები მოხმარდება იემენში უსაფრთხოების ძალების გაწვრთნას, სომალიში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის მხარდაჭერას, ნატოელ მოკავშირეებთან თანამშრომლობას ლიბიაში უსაფრთხოების ძალების გასაწვრთნელად და მალიში საფრანგეთის ძალისხმევის მხარდაჭერას.
ობამას ეს სიტყვა პირველი იყო იმ გამოსვლებს შორის, რომლებიც მომავალ რამდენიმე დღეში იგეგმება. გამოსვლების მიზანია იმ კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემა, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკა სუსტ საგარეო პოლიტიკას მისდევს.
ნიუ-იორკში განთავსებული ორგანიზაცია Human Rights First-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა, ჰეზერ ჰერლბერტმა, შემდეგი თვალსაზრისი გამოთქვა: „საქმე გვაქვს ადმინისტრაციასთან, რომელიც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე დისკუსიაში, ამ დისკუსიის, ასე ვთქვათ, არტერიებში, გარკვეული ცნებები შეიტანოს - იმ ფონზე, როცა 10 წელია მუშაობს იდეა, რომ „ჩვენს საგარეო პოლიტიკას ძირითადად სამხედრო საშუალებით ვახორციელებთ“. ამ დისკურსში შეღწევა ძალიან რთული აღმოჩნდა“.
კიდევ ერთმა ანალიტიკოსმა - Century Foundation-ის წარმომადგენელმა, მაიკლ კოენმა - რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასეთი შეფასება გამოთქვა: „[ობამას] უნდა თავი შუალედურ პოზიციაზე მდგომად წარმოაჩინოს ორ უკიდურეს პოზიციას შორის. ასეთია მისი პოლიტიკური კონფიგურაცია. თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობ, მას სურს გაამართლოს პოლიტიკა, რომელიც, ფაქტობრივად, მსოფლიოდან ცოტა განზე გადგომაში გამოიხატა. ობამას სურს იყოს თავშეკავებული და უფრო თავმდაბალი საგარეო პოლიტიკის გამტარებელი პრეზიდენტი. პრობლემა იმაშია, რომ ამგვარ საგარეო პოლიტიკას ის ომახიანად ვერ დაიცავს ამერიკის განსაკუთრებულობის შესახებ ლაპარაკისა და სხვა, ჩემი აზრით, არაზუსტი ფაქტორების მოხმობის გარეშე“.
28 მაისის გამოსვლაში ობამამ თქვა, აშშ სამხედრო ძალას ცალმხრივად გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში, თუკი ეს ჩვენი ფუნდამენტური ინტერესებისთვის გახდება აუცილებელიო.
თუმცა მან დასძინა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება ფრთხილი და კარგად გააზრებული უნდა იყოს.
„ის, რომ ჩვენ საუკეთესო ჩაქუჩს ვფლობთ, არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა ლურსმანიაო“, - განაცხადა ობამამ.
პრეზიდენტმა აშშ-ის ხელმძღვანელობით საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროებას გაუსვა ხაზი.
მისი თქმით, სწორედ ასეთმა პროცესმა შეუწყო ხელი ირანის მოლაპარაკებაში ჩართვას მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. მსოფლიოს გაუჩნდა შესაძლებლობა მიაღწიოს გარღვევის ძალის მქონე შეთანხმებას, რომელიც ირანს არ მისცემს ბირთვული იარაღის შექმნის საშუალებას.
ამასთან, ობამას თქმით, ამერიკის ხელმძღვანელობით მსოფლიო უკრაინასთან მიმართებითაც მყისიერად გაერთიანდა და იქ რუსეთის ნაბიჯები დაგმო:
„უკრაინაში რუსეთის მიერ ახლახან გადადგმული ნაბიჯები მოგვაგონებს დღეებს, როცა აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა ტანკები შედიოდა. მაგრამ ახლა ცივი ომი აღარ არის. მსოფლიოს პოზიციაზე გავლენის მოხდენის ჩვენმა შესაძლებლობამ რუსეთის მართებული ფორმით იზოლირებას შეუწყო ხელი“.
სირიაში სამი წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომზე საუბრისას ობამამ იქ ოპოზიციის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ილაპარაკა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი გამოვიდა დაპირებით, რომ გააგრძელებს ძალისხმევას კუბაზე ამერიკის საპატიმროს დახურვის მიზნით: „მე გავაგრძელებ ძალისხმევას [გუანტანამოს] დასახურად, რადგან ამერიკის ღირებულებები და იურიდიული ტრადიციები არ იძლევა ადამიანების განუსაზღვრელი ვადით ჩვენი საზღვრების გარეთ დაკავების უფლებას“.
თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტი შეეხო მთავრობის საიდუმლო სათვალთვალო პროგრამის გარშემო შექმნილ უთანხმოებასაც. ამ პროგრამის ფარგლებში აშშ-სა და მსოფლიოში მიმდინარეობდა თვალთვალი ელექტრონულ ფოსტაზე, სატელეფონო საუბრებსა და ინტერნეტის მოხმარებაზე: „შემუშავების პროცესშია ახალი შეზღუდვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აგროვებს და იყენებს ამერიკა სადაზვერვო მასალას, რადგან, თუკი გამყარდება აღქმა, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეებს ვუთვალთვალებთ, ჩვენ ნაკლები პარტნიორი გვეყოლება და უფრო ნაკლებად ეფექტიანები ვიქნებით“.
მომავალ კვირაში ამერიკის პრეზიდენტი ევროპაში იწყებს ტურნეს.

საქმე გვაქვს ადმინისტრაციასთან, რომელიც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე დისკუსიაში, ამ დისკუსიის, ასე ვთქვათ, არტერიებში, გარკვეული ცნებები შეიტანოს...ჰეზერ ჰერლბერტი
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი ფონდიდან სახსრები მოხმარდება იემენში უსაფრთხოების ძალების გაწვრთნას, სომალიში საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის მხარდაჭერას, ნატოელ მოკავშირეებთან თანამშრომლობას ლიბიაში უსაფრთხოების ძალების გასაწვრთნელად და მალიში საფრანგეთის ძალისხმევის მხარდაჭერას.
ობამას ეს სიტყვა პირველი იყო იმ გამოსვლებს შორის, რომლებიც მომავალ რამდენიმე დღეში იგეგმება. გამოსვლების მიზანია იმ კრიტიკოსებისთვის პასუხის გაცემა, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკა სუსტ საგარეო პოლიტიკას მისდევს.
ნიუ-იორკში განთავსებული ორგანიზაცია Human Rights First-ის წამყვანმა ანალიტიკოსმა, ჰეზერ ჰერლბერტმა, შემდეგი თვალსაზრისი გამოთქვა: „საქმე გვაქვს ადმინისტრაციასთან, რომელიც ცდილობს ქვეყანაში მიმდინარე დისკუსიაში, ამ დისკუსიის, ასე ვთქვათ, არტერიებში, გარკვეული ცნებები შეიტანოს - იმ ფონზე, როცა 10 წელია მუშაობს იდეა, რომ „ჩვენს საგარეო პოლიტიკას ძირითადად სამხედრო საშუალებით ვახორციელებთ“. ამ დისკურსში შეღწევა ძალიან რთული აღმოჩნდა“.
ის, რომ ჩვენ საუკეთესო ჩაქუჩს ვფლობთ, არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა ლურსმანიაო...ბარაკ ობამა
კიდევ ერთმა ანალიტიკოსმა - Century Foundation-ის წარმომადგენელმა, მაიკლ კოენმა - რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასეთი შეფასება გამოთქვა: „[ობამას] უნდა თავი შუალედურ პოზიციაზე მდგომად წარმოაჩინოს ორ უკიდურეს პოზიციას შორის. ასეთია მისი პოლიტიკური კონფიგურაცია. თუმცა, ამავე დროს, ვფიქრობ, მას სურს გაამართლოს პოლიტიკა, რომელიც, ფაქტობრივად, მსოფლიოდან ცოტა განზე გადგომაში გამოიხატა. ობამას სურს იყოს თავშეკავებული და უფრო თავმდაბალი საგარეო პოლიტიკის გამტარებელი პრეზიდენტი. პრობლემა იმაშია, რომ ამგვარ საგარეო პოლიტიკას ის ომახიანად ვერ დაიცავს ამერიკის განსაკუთრებულობის შესახებ ლაპარაკისა და სხვა, ჩემი აზრით, არაზუსტი ფაქტორების მოხმობის გარეშე“.
28 მაისის გამოსვლაში ობამამ თქვა, აშშ სამხედრო ძალას ცალმხრივად გამოიყენებს საჭიროების შემთხვევაში, თუკი ეს ჩვენი ფუნდამენტური ინტერესებისთვის გახდება აუცილებელიო.
თუმცა მან დასძინა, რომ სამხედრო ძალის გამოყენება ფრთხილი და კარგად გააზრებული უნდა იყოს.
„ის, რომ ჩვენ საუკეთესო ჩაქუჩს ვფლობთ, არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა ლურსმანიაო“, - განაცხადა ობამამ.
უკრაინაში რუსეთის მიერ ახლახან გადადგმული ნაბიჯები მოგვაგონებს დღეებს, როცა აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა ტანკები შედიოდა...ბარაკ ობამა