სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ უკანონო საპარლამენტო არჩევნებს ეთნიკური წმენდის დაკანონების მორიგ მცდელობას უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ე.წ. არჩევნებს ასევე არალეგიტიმურად მიიჩნევს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომელიც კვლავაც ერთგულად იცავს არაღიარების პოლიტიკას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებთან მიმართებით. პარალელურად, იბადება შეკითხვა: რამდენად რეალისტურია სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების იდეის გააქტუალურება, რაც უკანონო არჩევნებში გამარჯვებულ ძალას სურს?
როგორც მოსალოდნელი იყო, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის მიერ მტკიცედ მხარდაჭერილმა ძალამ - ანატოლი ბიბილოვის პარტია ”ედინაია ოსეტიამ” ("Единая Осетия") - გაიმარჯვა. წინასწარი ინფორმაციით, მას ე.წ. პარლამენტში 20 მანდატი გამოეყოფა, ხოლო კიდევ 3 პარტია დარჩენილ 14 მანდატს გაინაწილებს. იმის გამო, რომ გამარჯვებულ ”ედინაია ოსეტიას” იმთავითვე მოსკოვისკენ ეჭირა თვალი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ძლიერ სურვილს გამოხატავდა, ბოლო დღეებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეკითხვა: ხომ არ მოვიდა მის მიერ გახმაურებული იდეის ხორცშესხმის დრო? გავიხსენოთ, რომ, აფხაზეთისგან განსხვავებით, რუსეთთან მიერთების იდეას არცთუ ცოტა მომხრე ჰყავს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რაც დაადასტურა ამ საკითხზე უკანონოდ ჩატარებულმა ორმა რეფერენდუმმა (პირველი ჩატარდა 1992 წელს, ხოლო მეორე - 2006 წელს).
ზურაბ ბენდიანიშვილი - თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“ - ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ განაცხადა, რომ ერთ დღეს აუცილებლად წამოიჭრებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხი. თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 9 ივნისს აღნიშნავს, ამის დრო ჯერ არ მოსულა და ხელსაყრელი დროის დადგომამდე რუსეთი ამ თემას პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად გამოიყენებს:
”ეს საკითხი საქართველოზე ზეწოლის ბერკეტია. როცა იქნება, მაინც დადგება შეერთების საკითხი - დროისა და პოლიტიკური სიტუაციის მიხედვით მოხდება ეს. დღეს არ არის იმის სიტუაცია - უკრაინის თემიდან და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საკმაოდ მძიმე სანქციებიდან გამომდინარე. და მეორე - ჯერჯერობით არ შეინიშნება მწვავე ურთიერთობები საქართველოსთან”.
იმას, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერთების საკითხს ჯერჯერობით სერიოზულად არ განიხილავენ მოსკოვში, ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც მიანიშნა აპრილის ბოლოს, როდესაც დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდა დიპლომატებს ხვდებოდა. დასმული შეკითხვის პასუხად მან თქვა, რომ არაფერი იცის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის განზრახვაზე - მიბაძონ ყირიმს და შეუერთდნენ რუსეთს.
”მე ასეთი განწყობების შესახებ არაფერი მსმენია. ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის არჩევანს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მათი ხალხების მიერ არჩეული კურსის რეალიზებაში”,- განაცხადა ლავროვმა 25 აპრილს.
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 8 ივნისს უკანონოდ ჩატარებულ „საპარლამენტო არჩევნებს" მწვავედ გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სანისტრო და მას ”საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უპატივცემულობა და უგულებელყოფა” უწოდა. საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია და 9 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზეც გაიმეორა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, რომ ეს უკანონო არჩევნები წარმოადგენს მორიგ მცდელობას - ”დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით” დაიფაროს ქართველების წინააღმდეგ 20 წლის განმავლობაში განხორციელებული ეთნიკური წმენდა:
”როგორც აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან ასობით ათასი ჩვენი თანამემამულეა გამოძევებული. აქედან გამომდინარე, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონება ხდება მსგავსი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად”.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, იმის გარდა, რომ გამოდევნილ პირებს საკუთარ სახლებში დაბრუნების უფლებას არ აძლევენ, ”რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი მოსახლეობის უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ”. ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებს - მათ შორის, ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის წარმომადგენლებს - არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და ადამიანის უფლებათა მძიმე ვითარების ასახვის შესაძლებლობა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ჯეროვნად შეაფასოს ცხინვალის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. „საპარლამენტო არჩევნები".
არ დაიგვიანა საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციამაც. მაგალითად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ვებსაიტზე 9 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აღნიშნავს, რომ “ნატო არ აღიარებს 8 ივნისს საქართველოს რეგიონში - სამხრეთ ოსეთში -ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს:
”ეს არჩევენები არ უწყობს ხელს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და მდგრად დარეგულირებას. ნატოელი მოკავშირეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს. მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა 4 ივნისს კვლავ გაიმეორეს სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის - საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.”
ცხინვალის რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები 8 ივნისს უკანონოდ გამოაცხადა ევროკავშირმა. როგორც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი „არ ცნობს იმ საკონსტიტუციო და სამართლებრივ ჩარჩოებს”, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ. არჩევნები გაიმართა. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ბრიუსელი კვლავაც ერთგულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
როგორც მოსალოდნელი იყო, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კვირას ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის მიერ მტკიცედ მხარდაჭერილმა ძალამ - ანატოლი ბიბილოვის პარტია ”ედინაია ოსეტიამ” ("Единая Осетия") - გაიმარჯვა. წინასწარი ინფორმაციით, მას ე.წ. პარლამენტში 20 მანდატი გამოეყოფა, ხოლო კიდევ 3 პარტია დარჩენილ 14 მანდატს გაინაწილებს. იმის გამო, რომ გამარჯვებულ ”ედინაია ოსეტიას” იმთავითვე მოსკოვისკენ ეჭირა თვალი და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ძლიერ სურვილს გამოხატავდა, ბოლო დღეებში კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეკითხვა: ხომ არ მოვიდა მის მიერ გახმაურებული იდეის ხორცშესხმის დრო? გავიხსენოთ, რომ, აფხაზეთისგან განსხვავებით, რუსეთთან მიერთების იდეას არცთუ ცოტა მომხრე ჰყავს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რაც დაადასტურა ამ საკითხზე უკანონოდ ჩატარებულმა ორმა რეფერენდუმმა (პირველი ჩატარდა 1992 წელს, ხოლო მეორე - 2006 წელს).
ზურაბ ბენდიანიშვილი - თავმჯდომარე კოალიციისა „დევნილთა უფლებებისათვის“ - ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ განაცხადა, რომ ერთ დღეს აუცილებლად წამოიჭრებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების საკითხი. თუმცა, როგორც ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 9 ივნისს აღნიშნავს, ამის დრო ჯერ არ მოსულა და ხელსაყრელი დროის დადგომამდე რუსეთი ამ თემას პოლიტიკური ვაჭრობის იარაღად გამოიყენებს:
მე ასეთი განწყობების შესახებ არაფერი მსმენია. ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის არჩევანს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს...სერგეი ლავროვი
იმას, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მიერთების საკითხს ჯერჯერობით სერიოზულად არ განიხილავენ მოსკოვში, ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც მიანიშნა აპრილის ბოლოს, როდესაც დსთ-ს ქვეყნების ახალგაზრდა დიპლომატებს ხვდებოდა. დასმული შეკითხვის პასუხად მან თქვა, რომ არაფერი იცის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის განზრახვაზე - მიბაძონ ყირიმს და შეუერთდნენ რუსეთს.
”მე ასეთი განწყობების შესახებ არაფერი მსმენია. ჩვენ პატივს ვცემთ აფხაზი ხალხის არჩევანს დამოუკიდებლობის სასარგებლოდ. ჩვენ ყოველმხრივ დავეხმარებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მათი ხალხების მიერ არჩეული კურსის რეალიზებაში”,- განაცხადა ლავროვმა 25 აპრილს.
ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში 8 ივნისს უკანონოდ ჩატარებულ „საპარლამენტო არჩევნებს" მწვავედ გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სანისტრო და მას ”საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უპატივცემულობა და უგულებელყოფა” უწოდა. საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია და 9 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზეც გაიმეორა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, რომ ეს უკანონო არჩევნები წარმოადგენს მორიგ მცდელობას - ”დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით” დაიფაროს ქართველების წინააღმდეგ 20 წლის განმავლობაში განხორციელებული ეთნიკური წმენდა:
”როგორც აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან ასობით ათასი ჩვენი თანამემამულეა გამოძევებული. აქედან გამომდინარე, ეთნიკური წმენდის შედეგების დაკანონება ხდება მსგავსი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, რაც არ შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს. აქედან გამომდინარე, ეს არჩევნები არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ლეგიტიმურად”.
ეს არჩევენები არ უწყობს ხელს საქართველოში სიტუაციის მშვიდობიან და მდგრად დარეგულირებას. ნატოელი მოკავშირეები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ საქართველოს რეგიონებს - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს...