Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი სატელეფონო ხულიგანი უარყოფს ლუკაშენკოსთან საუბრის ჩანაწერის გავრცელებას


მოსკოველი სატელეფონო ხულიგანი, ვოვანი უარყოფს, რომ ბელორუსიის პრეზიდენტთან თავისი საუბრის ჩანაწერი გაავრცელა ინტერნეტით. გავრცელებული ვარაუდით, მან დაურეკა ალექსანდრ ლუკაშენკოს და ელაპარაკა, ვითომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ვაჟი ყოფილიყო. ვოვანმა რადიო თავისუფლებას უთხრა 17 ივნისს, რომ ლუკაშენკომ უკეთ უნდა გააკონტროლოს თავისი უსაფრთხოების აპარატი, რათა მომავალში მოსმენები გამორიცხოს. ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერზე, ლუკაშენკო, კაცს, რომელიც მას წარუდგა იანუკოვიჩის ვაჟად, პირდება, რომ ბელორუსიაში დევნილის სტატუსს მიანიჭებს, თუ 24 საათის განმავლობაში შეიტანს განაცხადს. სატელეფონო ხულიგნის თაობაზე ბელორუსიას კომენტარი არ გაუკეთებია. 27 წლის ვოვანი, იურისტი და ჟურნალისტია. ის ვინაობას არ ამხელს. მის მიერ რუსი და უკრაინელი ცნობილი პირების გამასხრების ფაქტები ინტერნეტში ადრეც გავრცელებულა.
XS
SM
MD
LG