Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კერი მოულოდნელად ეგვიპტეში ჩავიდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ეგვიპტეში, სადაც ახლად არჩეულ პრეზიდენტს, აბდელ ალ-სისის ხვდება. ეს ვიზიტი აშშ-ის ამ რანგის სახელმწიფო მოხელის პირველი სტუმრობაა ეგვიპტეში ალ სისის პრეზიდენტადა რჩევის შემდეგ. დღის წესრიგშია, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, პოლიტიკური ვითარება ეგვიპტეში და სირიის და ერაყის კონფლიქტები. კერიმ კაიროში განაცხადა, რომ ვაშინტონის სურვილია, ერაყის ხალხმა მოძებნოს ლიდერები, რომლებიც მზად იქნებიან, ერაყის მთელი ხალხის წარმომადგენლები იყვნენ, რომ აშშ არ აპირებს ბაღდადში ხელმძღვანელობა აირჩიოს. კერიმ უარყო ბრალდება, რომ აშშ-ია ერაყში დაპირისპირებისთვის პასუხისმგებელი. კერი ერაყში ჩასვლასაც გეგმავს, ახლო აღმოსავლეთში თავისი ამ ტურნეს ფარგლებში.
XS
SM
MD
LG