Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება


ცესკოს გადაწყვეტილებით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება. სხდომაზე გვიან ღამით მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა კომისიის შვიდმა წევრმა, ხოლო ხუთი წინააღმდეგი იყო. საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამარ ჟვანია კომისიის წევრებს სთავაზობდა, მეორე ტური 16 ივლისს ჩატარებულიყო. მეორე ტურის დანიშვნის შესახებ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილების გამოცხადებიდან ორი დღის განმავლობაში. მერებისა და გამგებლების არჩევნების მეორე ტური ჩატარდება საქართველოს რვა თვითმმართველ ქალაქსა და 13 თვითმმართველ თემში. ქალაქის მერები უნდა აირჩიონ თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, გორში, მცხეთაში, ოზურგეთსა და თელავში. მეორე ტურის შედეგად გამგებლების ვინაობა გაირკვევა ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, თელავსა და ხულოში.

XS
SM
MD
LG