Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი მხარს უჭერს მოლდავეთის რეფორმებს

გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა მხარი დაუჭირა ევროკავშირთან ინტეგრაციისაკენ მიმართულ მოლდავეთის ძალისხმევას. 10 ივლისს მოლდავეთის პრემიერ-მინისტრ იურიე ლიანკასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მერკელმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ შთამბეჭდავია კიშინიოვის მიერ გატარებული რეფორმები და მოლდაველთა ოპტიმიზმი, რომელიც დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის დროს იჩენს თავს.

XS
SM
MD
LG